ახალი ცოცხი კარგად გვის: საკადრო ცვლილებები შსს-ში

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომელი
პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში დასახელდა შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა გვარები, რომლებმაც დატოვეს ან ტოვებენ პოსტებს

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანმა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ თანამდებობა დატოვა, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

საქართველოს პრემიერმა ორშაბათს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები, რომელთა შედეგად სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდება. კანონპროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა, ახლა პარლამენტის ჯერია.

მას შემდეგ, რაც გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის პოსტი დატოვა, განცხადებები წასვლის შესახებ მინისტრის სამივე მოადგილემ დაწერა — მერაბ მალანიამ, შალვა ხუციშვილმა და დავით ვარდიაშვილმა.

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: აქცენტი ეფექტურობაზე გაკეთდა

წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალადაშვილმა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა რამაზ ტარაშვილმაც.

თანამდებობის დატოვებას გეგმავენ ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნატრიაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი.

სამხარეო პოლიციის ყველა ხელმძღვანელიც დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

შსს-ს ყველა მაღალჩინოსანი, ტარაშვილის გარდა, მღებრიშვილის მინისტრობის დროს არის დანიშნული.

ტარაშვილი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს გახდა.

ვარდიაშვილი და მალანია მღებრიშვილის მოადგილეები 2016 წლის იანვარში გახდნენ, ხუციშვილი — 2015 წლის აგვისტოში.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხვადაგიანს, ამ პოსტზე მღებრიშვილმა ის 2017 წლის მაისში დანიშნა.

დავით ნატრიაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2016 წლის მაისში გახდა. გიორგი ალადაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 2016 წლის იანვარში დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0