ავარიები გზებზე: ვითარება საქართველოსა და უცხოეთში

© Sputnik / Alexander Imedashviliდამტვრეული და ძველი მანქანები „დაშლილებში“
დამტვრეული და ძველი მანქანები „დაშლილებში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველ წელს, ნოემბრის მესამე კვირას ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - წელს ის 19 ნოემბერს დაემთხვა

ავარიების მსხვერპლთა დღის დაწესების ინიციატორია ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია RoadPeace, რომელიც ეხმარება ავარიებში დაშავებულ ადამიანებს. პირველად ეს დღე აღინიშნა 1993 წელს — ევროპაში ეს ყველაზე ტრაგიკული წელი იყო, მაშინ გზებზე თითქმის 50 000 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიკვდილიანობა გზებზე — თანამედროვე მსოფლიოს სერიოზული გამოწვევაა. ყოველწლიურად ავტოავარიების შედეგად 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან 48% — 15-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებია. 20-დან 50 მილიონი ადამიანი არასასიკვდილო ტრავმას იღებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინვალიდობას იწვევს.

რისკ-ფაქტორებს შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება; ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ მანქანის მართვა; მოტოციკლეტის ჩაბხუტების, უსაფრთხოების ღვედებისა და საბავშვო დამცავი მოწყობილობების გარეშე მოძრაობა; მანქანის დაბნეულად მართვა; არაუსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები; ავარიის შემდეგ არაადექვატური სამედიცინო დახმარება; საგზაო მოძრაობის წესების დაცვის არაეფექტური კონტროლი.

საგზაო მოძრაობის სათვალთვალო კამერა შუქნიშანზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა

ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა საერთაშორისო დღის დაწესებას საფუძვლად გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია დაედო, რომელიც 2005 წლის დეკემბერში არის მიღებული. რეზოლუცია სთავაზობს რეგიონულ კომისიებს, ორგანიზაციის შესაბამის დაწესებულებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არსებული ინიციატივების რეალიზების გაგრძელებას და მოუწოდებს მათ ამ სფეროში ახალი ინიციატივებისკენ.

ვითარება საქართველოს გზებზე

საქართველოს გზებზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარაი პრობლემაა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2016 წლის მონაცემებით, მანქანების რაოდენობა 1,2 მილიონ ერთეულს შეადგენს.

ავტომობილების რაოდენობასთან ერთად პოტენციური ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ დასახვეწია, ავარიების რისკი უფრო მეტად იზრდება.

საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
შსს: 10 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების კლება წელს პირველად დაფიქსირდა

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ავტომობილების 46% ასაკით 20 წელს აჭარბებს.

თუმცა წლიდან წლამდე მთავარ პრობლემად სუსტი საკანონმდებლო ბაზა რჩებოდა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთის სასჯელის ზომებს განსაზღვრავდა. 2017 წელს ხელისუფლებამ რამდენიმე ღონისძიება გაატარა, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრებასა და გზებზე სიტუაციის გაუმჯობესებას ემსახურება.

განხორციელებული რეფორმები

მიმდინარე წლის გაზაფხულზე პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

საქართველოში 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება მოხდება.

ველობილიკი პეკინის ქუჩაზე, რომელიც ცალმხრივი გახდა - Sputnik საქართველო
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება

წლის ბოლომდე 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ჩაირთვება. კამერები სამართალდარღვევას დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ.

„ჭკვიანი კამერები" ჯერჯერობით დამონტაჟებულია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე. შსს-ს გეგმის მიხედვით, „ჭკვიანი კამერები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის ბოლომდე დამონტაჟდება.

გარდა ამისა, 1 ნოემბრიდან ამ კამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევებისთვის ჯარიმის გადახდის ახალი წესები ამოქმედდა.

ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ აცნობებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით.

ამ სისტემით მძღოლები დაჯარიმდებიან რამდენიმე დარღვევის შემთხვევაში: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესების თანახმად:

ვიდეოჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი მას ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილზე გაეგზავნება.

ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღემდე ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. ამის შემდეგ საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0