საქართველო და ბელარუსი: პატივისცემა, მადლობის სიტყვები და თანამშრომლობა

© FB / Giorgi Kvirikashviliმიხეილ რუსი და გიორგი კვირიკაშვილი
მიხეილ რუსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იმყოფება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვედრაზე ურთიერთპატივისცემისა და მადლობის სიტყვები ითქვა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეფასება გაკეთდა, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

ბელარუსის დელეგაცია რუსის ხელმძღვანელობით საქართველოს საქმიანი ვიზიტით 15 ოქტომბერს ეწვია. ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ოთხშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების შემოტანა და ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი წარმოების განთავსების საკითხი განიხილეს.

„მინდა, მთელი მთავრობის სახელით დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოძმე ქვეყანასთან, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მივესალმებით მზარდ დინამიკას. ეს წელი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვით დავასრულეთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არსებული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და მიხაილ რუსი
Георгий Квирикашвили и Михаил Русый - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი და მიხაილ რუსი

კვირიკაშვილმა რესპუბლიკა ბელარუსს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მნიშვნელოვანი და ოპერატიული დახმარებისთვის.

„თქვენმა ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მისია ბორჯომის ხეობაში და ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო საქართველოსთან მეგობრობის მომხრეა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას.

„წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და ჩვენი ამოცანაა მომავალ წელს 200 მილიონი დოლარი იყოს. ეს შესაძლებელია და ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს ჩვენი ხალხებისთვის”, — განაცხადა მიხაილ რუსიმ.

რუსიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა — ეს არის ადამიანები, რომლებიც „არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და დიდ სარგებელს მოუტანენ ქართველ ხალხს“.

ლიფტის შახტა - Sputnik საქართველო
საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტები გაჩნდება

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გულთბილი მიღებისა და შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა ჩვენი ხალხების ცხოვრება გაუმჯობესდეს“, — ხაზგასმით აღნიშნა რუსიმ.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შედგება მისი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვის შეხვედრა, რომელზეც ისინი მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა მიხეილ გიორგაძემ და იური ბონდარმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

© FB / Giorgi Kvirikashviliიური ბონდარი და მიხეილ გიორგაძე
Юрий Бондарь и Михаил Гиоргадзе - Sputnik საქართველო
იური ბონდარი და მიხეილ გიორგაძე

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან და ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების გახსნის საზეიმო ცერემონიაში.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ვიზიტს 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს, ამის შესახებ ბელარუსში საქართველოს ელჩის, დავით კოტარიასა და ლუკაშენკოს შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

ეს ვიზიტი ლუკაშენკოსთვის პირველი არ იქნება — ბელარუსის პრეზიდენტი პირველად საქართველოს 2015 წლის აპრილში ეწვია.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა, რომელიც მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსულმა დიპლომატიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0