თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები 16-17 ნოემბერს გაიმართება — ღონისძიება მოიცავს საღამოებს, გამოფენებს, კონცერტებს და ბელარუსი რეჟისორების კინოფილმების ჩვენებებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოში ბელარუსის საელჩოში.
პროგრამაშია ცნობილი ანსამბლ Песняры-ის, ქორეოგრაფიული და ვოკალური კოლექტივების კონცერტები, ასევე სტუმრების წინაშე წარდგება წლევანდელ „საბავშვო ევროვიზიაზე“ ბელარუსელი კონკურსანტი ჰელენ მერააი.
ორი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებენ ბელარუსი რეჟისორების კინონამუშევრების თავისუფალ ჩვენებებს — როგორც მოკლემეტრაჟიან ისე სრულმეტრაჟიან სხვადასხვა ჟანრის ფილმებს.
გთავაზობთ საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების პროგრამას.
16 ნოემბერი
12:00 — იანკი კუპალას სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის გამოფენის გახსნა (მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქუჩა, 13). შესვლა თავისუფალია
14:00 — საქართველოში ბელარუსული კინოს დღეების ოფიციალური გახსნა (კინოს სახლი, რუსთაველის გამზირი, 52). შესვლა თავისუფალია
14:30 — ბელარუსული ფილმების ჩვენება (კინოს სახლი, რუსთაველის გამზირი, 52)
19:00 — საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების საზეიმო გახსნა, გალა-კონცერტი ბელარუსელი შემსრულებლების მონაწილეობით შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთაველის გამზირი, 17)
17 ნოემბერი
გაიმართება ბელარუსული ფილმების ჩვენება (კინოს სახლო, რუსთაველის გამზირი, 52) შესვლა თავისუფალია