იურისტი: საქართველოში უმუშევრები არ არსებობენ

© Sputnik / Levan Avlabreli„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ : ბრიფინგი
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ : ბრიფინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში უსახლკაროების, უმუშევრების და შეჭირვებულების პრობლემები განიხილეს

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს ტერმინი „უმუშევარი“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იყენებს განმარტებას „სამუშაოს მაძიებელი“, განაცხადა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე იურისტმა დავით ჩიხლაძემ.

ბრიფინგი მიეძღვნა ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ სოციალური პროექტის „ხელი ხელს“ შეჯამებას, რომლის მიზანია უსახლკაროებისა და საქართველოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება.

„საქართველოს პარლამენტს არაერთხელ მივმართეთ თხოვნით, რათა უმუშევრის სტატუსი კანონით განისაზღვროს. ჩვენ ვითხოვდით, რომ სოციალური დახმარების შესახებ კანონს ეს სტატუსი დაემატოს. ჩვენი მიმართვა უპასუხოდ დარჩა. თუ დღეს ვინმე დაინტერესდება საქართველოში უმუშევართა რაოდენობით, მიიღებს ერთადერთ პასუხს — საქართველოში უმუშევრები საერთოდ არ არიან, რადგან ასეთი სტატუსი არ არსებობს“, — განაცხადა ჩიხლაძემ. 

© Sputnik / Levan Avlabreliიურისტი დავით ჩიხლაძე
Юрист Давид Чихладзе - Sputnik საქართველო
იურისტი დავით ჩიხლაძე

კანონპროექტში, რომელიც კავშირმა მოამზადა და პარლამენტში შეიტანა, განსაზღვრულია როგორც უმუშევრის, ისე სამუშაოს მაძიებლის სტატუსები. ჩიხლაძემ განმარტა, რომ უმუშევარია ის პირი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამუშაო, ხოლო მაძიებლად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს სამუშაო, მაგრამ უკეთეს ადგილს ეძებს.

არადამაიმედებელია ასევე უსახლკაროების მდგომარეობა. ამჟამად ლილოს დასახლებაში მოქმედებს ე.წ. უსახლკაროთა სახლი, მაგრამ ის უფრო მოსაცდელ პუნქტს ან ყაზარმას ჰგავს, აცხადებს ჩიხლაძე. საქართველოში უსახლკაროებისათვის  მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ არსებობს იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საცხოვრებელი ფონდი არ გააჩნია. სწორედ ამიტომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კანონპორექტში შეიტანეს პუნქტი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ასეთი ფონდის შექმნას და განვითარებას აიძულებს.

ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მათი ნამუშევრის მიმართ საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულების გამო აღშფოთება ვერ დამალეს. საქმე ისაა, რომ პარლამენტში სოციალური დახმარების შესახებ კანონპროექტის შეტანის დროს მათ განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხის გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 

© Sputnik / Levan Avlabreli„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ : ბრიფინგი
Брифинг Союза безработных для занятости - Sputnik საქართველო
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ : ბრიფინგი

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის კომიტეტს სტრატეგიის განხილვაში ჩართვა სთხოვეს, თუმცა დაპირება შეუსრულებელი დარჩა. მეტიც, „უმუშევართა კავშირში დასაქმებისთვის“ შეიტყვეს, რომ სტრატეგიის განხილვა დასრულებულია, ხოლო მიღებული დოკუმენტის გაცნობას ორგანიზაციის წარმომადგენლები დღემდე ვერ ახერხებენ. ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ სტრატეგია საერთოდ არ არის მიღებული. 

უმუშევართა კავშირის წარმომადგენლები მადლენა ხუროშვილი და თამარ იოვაშვილი - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ უსახლკარო ადამიანებს

კავშირის თანათავმჯდომარის მადლენა ხუროშვილის თქმით, პრობლემები, რომლებიც საქართველოში სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაჩნდა, კი არ მცირდება, არამედ იზრდება.

„უმუშევართა კავშირში დასაქმებისთვის“ მეორე წელია ფუნქციონირებს საკონსულტაციო ცენტრი. ცენტრში უსახლკარეობს სხვადასხვა საკითხზე დახმარებას უწევენ, მათ შორის ფართების ლეგალიზაციის თაობაზე, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ.

ორგანიზაციაში ბენეფიციარებისგან არაერთხელ შესულა საჩივრები  სოციალური აგენტის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველგვარი განმარტების გარეშე ხშირად მათ პროგრამის მიღმა ტოვებს.

„მაგალითს მოვიყვან. 68 წლის მანანა გუნცაძე ჩვენი ბენეფიციარია. მან დაკარგა ბინა და ცხოვრობს სადარბაზოში ორ მოხუცთან ერთად — დედასა და დეიდასთან. მეზობელმა, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და მათ გაჭირვებულ მდგომარეობას შეესწრო, მათ თავისი ბინა შესთავაზა, მხოლოდ ლოჯია, დანარჩენი ოთახები დაკეტა. შემდეგ ისევ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. როდესაც აგენტი მივიდა და ეს სიტუაცია ნახა, ჩავარდა ისტერიკაში და ოჯახი სახელმწიფოს მოტყუებაში დაადანაშაულა“, — განაცხადა ხუროშვილმა. 

© Sputnik / Levan Avlabreli„უმუშევართა კავშირის დასაქმებისთვის“ თანათავმჯდომარე მადლენა ხუროშვილი
Сопредседатель Союза безработных для занятости Мадлена Хурошвили - Sputnik საქართველო
„უმუშევართა კავშირის დასაქმებისთვის“ თანათავმჯდომარე მადლენა ხუროშვილი

აღნიშნული შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის შეფასების სისტემა მუშაობს არასწორად და მისი გადახედვაა საჭირო, აცხადებენ ორგანიზაციაში.

საზოგადოების შეგნების ამაღლების მიზნით ცენტრმა მოაწყო ფოტოგამოფენა, რათა მოქალაქეების ყურადღება უსახლკაროთა პრობლემებზე მიაქციონ. ხუროშვილის თქმით, ჩნდება ისეთი შეგრძნება, თითქოს სახელმწიფოში უსახლკაროთა თემა და პრობლემა საერთოდ არ არსებობს. 

სოციალური სახლი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში უსახლკაროები სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ფართს პირველად მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს სახელზე გაიგზავნა პეტიცია, რომელშიც სოციალური სააგენტოს მუშაობა გააპროტესტეს. ხუროშვილის განმარტებით, ბენეფიციარები ხშირად ჩიოდნენ, რომ სოციალური აგენტი წინასწარ არის დარწმუნებული და იმ განწყობით მიდის მათთან, რომ მას ატყუებენ. პეტიციაში შეიტანეს წინადადება, სოციალური აგენტების უნარები წელიწადში ერთხელ შემოწმდეს.

მან ასევე ერთ-ერთი შშმ ქალბატონის ისტორია გაიხსენა. მას სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მას ბინაში ფართობი მოემატა.

„ისედაც ფსკერზე აღმოჩენილ ადამიანებთან ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. ჩვენ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს“, — აღნიშნა ხუროშვილმა. 

ვინ დაეხმარება უსახლკაროებს: ხელისუფლებისგან პრობლემისადმი ყურადღებას მოითხოვენ - Sputnik საქართველო
ვინ დაეხმარება უსახლკაროებს: ხელისუფლებისგან პრობლემისადმი ყურადღებას მოითხოვენ

უსახლკაროთა და უმუშევართა სტატუსის აღიარებასთან ერთად სახელმწიფოს მათ წინაშე ავტომატურად გაუჩნდება ვალდებულებები, მთავრობა სწორედ ამიტომ გაურბის აღნიშნული საკითხის გადაჭრას, დარწმუნებულნი არიან ორგანიზაციაში. 

ორგანიზაციის ბოლო მონაცემების თანახმად, მხოლოდ ბათუმში 2 000 უსახლკარო ოჯახია, თბილისში — 4 500. და ეს  ჯერ კიდევ არასრული სიაა.

ცენტრმა წამოიწყო საქველმოქმედო აქციები, რომლებსაც სიამოვნებით უერთდებიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები და ეხმარებიან გაჭირვებულებს, როგორც შეუძლიათ.


ყველა ახალი ამბავი
0