ქუთაისში უსახლკაროები სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ფართს პირველად მიიღებენ

© press-service of Kutaisi city hallსოციალური სახლი ქუთაისში
სოციალური სახლი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში უსახლკაროებს შეასახლებენ, რომლის მშენებლობისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისში  უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაიწყო, იუწყება ტელეარხი Imedi

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი საქართველოში უსახლკაროთათვის პირველი სახლია. მსგავსი სახლების მშენებლობა თბილისსა და გორში იგეგმება.

ტელეკომპანიის მონაცემებით, სოციალური სახლი 350 ადამიანზეა გათვლილი და მისი მშენებლობისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯა.

უსახლკაროები საცხოვრებელ ფართებს ხუთი წლის სარგებლობის ვადით ორი კვირის განმავლობაში  მიიღებენ.

ბენეფიციარები, რომელთაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ,  ქუთაისის მერიის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია — ისინი სოციალურად დაუცველი, შშმ პირები და მრავალშვილიანი ოჯახებია.


ყველა ახალი ამბავი
0