როგორ დავეხმაროთ უსახლკარო ადამიანებს

© Sputnik / Levan Avlabreliუმუშევართა კავშირის წარმომადგენლები მადლენა ხუროშვილი და თამარ იოვაშვილი
უმუშევართა კავშირის წარმომადგენლები მადლენა ხუროშვილი და თამარ იოვაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსახლკარო ადამიანების პრობლემები საქართველოში - თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე ეს საკითხი განიხილებოდა.

ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ 2011 წლიდან საქართველოში სოციალური საკითხებით და პრობლემებით არის დაკავებული.

ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციამ სამი კანონპროექტი შეიმუშავა და უსახლკარო ადამიანების მხარდასაჭერად მრავალი აქცია ჩაატარა. თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე კავშირის ხელმძღვანელებმა უსახლკარო ადამიანების მწვავე სოციალური პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

რამდენი უსახლკაროა საქართველოში?

ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში 4500 უსახლკარო ოჯახია. კავშირის ექსპერტთა შეფასებით, თბილისში ათი ათასზე მეტი უსახლკარო ადამიანია, რომელთა პრობლემებით სახელმწიფო არ ინტერესდება. კიდევ 1096 ოჯახი, რომლებსაც მთავრობა დროებითი საცხოვრისის გადასახადს უხდის. დაახლოებით 86000 ოჯახი ბანკებისა და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გამო გამოსახლებას ელოდება.

„ორი წლის განმავლობაშ უსახლკაროთა რეგისტრაციას ვატარებდით. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია ორი წელი მიმდინარეობდა, მუდმივად ჩნდებოდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც რეგისტრაციის გავლა სურდათ“, — ყვება „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი.

© Sputnik / Levan Avlabreliუმუშევართა კავშირის პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი
უმუშევართა კავშირის პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი - Sputnik საქართველო
უმუშევართა კავშირის პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი

თავისი არსებობის პერიოდში ორგანიზაციამ პარლამენტში განსახილველად სამი კანონპროექტი შეიტანა. ეს არის კანონპროექტი "სოციალური დახმარების შესახებ"; კანონპროექტი "მინიმალური ხელფასის შესახებ"; კანონპროექტი "უსახლკაროთა შესახებ". ყველა მათგანი უსახლკაროთა და უმუშევართა პრობლემების გადაჭრისკენ არის მიმართული.

„იმისათვის, რომ უსახლკაროთა პრობლემისადმი ყურადღება მივიქციოთ, რამდენიმე აქცია ჩავატარეთ, კანონპროექტის ასლები პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებსა და კომიტეტებს გადავუგზავნეთ. გამოხმაურება იყო სრულიად უმნიშვნელო. თუმცა შეგვპირდნენ, რომ კანონი ინიცირებული იქნება“, — განაცხადა ხუროშვილმა.

ცოცხალი მაგალითები

„2000 წელს ჩემი ქმარი მძიმე ონკოლოგიური სენით დაავადდა. მაშინ ისეთი დრო იყო, როდესაც არ იყო პენსიები, დაზღვევა, თანაც ოჯახში არავინ მუშაობდა — საშინელი პერიოდი იყო. ექიმის ვიზიტი ძვირი ღირდა, ვალის აღება დაგვჭირდა. ვალები, ვალები, ვალები…“ — მოუთხრო „Sputnik-საქართველოს“ პენსიონერმა ლილი მარიამულმა.

ოთხი წლის შემდეგ, 2004 წელს მარიამულის მეუღლე გარდაიცვალა. ქალს მევალეები არ ასვენებდნენ, ვალების დასაფარად მას ბინის გაყიდვა მოუწია. მევალეები ამაში მას თავად „დაეხმარნენ“, ბინა მინიმალურ ფასში გაყიდეს. ის უსახლკაროდ დარჩა. მაშინვე მერიაში განცხადება შეიტანა, რომ საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა.

„ერთმა ოჯახმა შემიფარა. სარდაფში ცხოვრების ნება მომცეს, სადაც ადრე მათი ძაღლი ცხოვრობდა. ბევრმა ადამიანმა მომაკითხა: ჟურნალისტები სიუჟეტის გადასაღებად მოდიოდნენ, პარტლამენტარებიც მოსულან, მაგრამ არავინ დამეხმარა — ჩემი საკუთარი საცხოვრებელი ფართი მაინც არ მაქვს. ერთადერთი რასაც მივაღწიე არის ის, რომ მერია დროებითი საცხოვრებელის ქირას მიხდის. მაგრამ სულ მეშინია, რომ ამ დახმარებასაც მომიხსნიან“, — ყვება მარიამული.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი "უსახლკაროთა მდგომარეობა საქართველოში"
ბრიფინგი უსახლკაროთა მდგომარეობა საქართველოში - Sputnik საქართველო
ბრიფინგი "უსახლკაროთა მდგომარეობა საქართველოში"

სხვა ისტორია „Sputnik-საქართველოს“ ნატალია დიჩენკომ უამბო. თითქმის ოცი წელია ის უსახლკაროდ ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სამოქალაქო ომის დროს მისი სახლი დაიწვა. დარჩა ბინა, რომლის გაყიდვა ავადმყოფობისა და სხვა სერიოზული პრობლემების გამო მოუწია.

„1998 წელს რუსეთში დეფოლტი მოხდა, ფული გაუფასურდა. მაშინ რაღაც ბიზნესის წამოწყება მინდოდა, მაგრამ საერთოდ სახსრებისა და სახლის გარეშე დავრჩი. დღეს რძლის ბინაში ვარ მიკედლებული, არადა ჩემი შვილი — მისი ქმარი — წლების წინ დაიღუპა. ბინის ყიდვის საშუალება კი არ მაქვს“, — ყვება დიჩენკო.

როგორ უნდა გადაწყდეს უსახლკაროთა პრობლემა?

"უმუშევართა კავშირსი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარის თამარ იოვაშვილის აზრით, თავდაპირველად უსახლკაროს სტატუსის შემოღება არის საჭირო. კანონში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რას ნიშნავს „უსახლკარო პირი“ და რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი.

„არსებობს ოთხი დებულება თითქმის ერთნაირი ყველა განვითარებული ქვეყნისთვის, რომლის მიხედვით ენიჭება უსახლკაროს სტატუსი. პირველი — ეს არის ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად ქუჩაში ცხოვრობენ — გარკვეული საცხოვრებელი ადგილის გარეშე. მეორე, ეს არის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობებში — სარდაფებში, მიტოვებულ ან ავარიულ ნაგებობებში. მესამე კატეგორია —ადამიანები, რომლებიც სახელმწოფოსგან იჯარის გადასახადს იღებენ. და მეოთხე — ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი ფართი გირაოს სახით ბანკშია ჩადებული, ხოლო თავად ეს ადამიანები მოვალეთა სიაში არიან შეტანილი“, — ამბობს იოვაშვილი.

© Sputnik / Levan Avlabreliუმუშევართა კავშირის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი
უმუშევართა კავშირის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი - Sputnik საქართველო
უმუშევართა კავშირის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი

არასამთავრობო ორგანიაზაცია საქართველოში მოქმედ სოციალური მხარდაჭერის კანონზე მუშაობას აპირებს, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა გაუქმდეს, რადგან მას მუქთახორობის გარდა, ქვეყანაში არაფერი არ შეუქმნია. მას მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვა არ შეუძლია, დასასრულს აღნიშნა იოვაშვილმა.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ისეთი სტატუსების ინიციაციას უნდა დაუბრუნდეს, როგორებიცაა „უსახლკარო“, „უმუშევარი“, „მრავალშვილიანი დედა“, „ინვალიდი“ და სხვ. და უკვე ამის შემდეგ საჭიროებისამებრ დაეხმაროს და დაიცვას ეს ადამიანები“. — განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ.

აგნეს პაპაზიანი

ყველა ახალი ამბავი
0