ვინ დაეხმარება უსახლკაროებს: ხელისუფლებისგან პრობლემისადმი ყურადღებას მოითხოვენ

გამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა დასაქმების კავშირის" ხელმძღვანელებმა საქართველოში უსახლკარო ოჯახების პრობლემებზე ისაუბრეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, თუ როგორ განიხილეს უსახლკაროთა პრობლემები თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში.

ორგანიზაცია "უმუშევათა დასაქმების კავშირი" 2011 წლიდან აქტიურად განიხილავს იმ სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებიც საქართველოს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩნდება. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემაზე — უსახლკაროთა პრობლემაზე ისაუბრეს.

"თბილისში დაახლოებით 4 500 უსახლკარო ოჯახია. ეს დაახლოებით 10 ათასი ადამიანია, რომელთა პრობლემების მოგვარებასაც არ ცდილობს სახელმწიფო", — განაცხადა ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა მადლენა ხუროშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ იოვაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ პრობლემისადმი მიდგომა უნდა შეცვალოს. ამ მიზნით უკვე შემუშავებულია შესაბამისი კანონპროექტი, მაგრამ ხელისუფლება მას ჯერ არც კი განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0