საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა — 21 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.
არჩევნების ყველაზე დიდი ინტრიგა, ალბათ, თბილისის მერის არჩევნებია — ვინ გახდება ქალაქის ახალი თავი. ამ პოსტზე 13 კანდიდატია, მათ შორის, ორი ქალი. გამოკითხვები მეტყველებს და ექსპერტების აზრითაც, ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატ კახა კალაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსა და დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს შორის.
„Sputnik-საქართველო" დაინტერესდა, რას უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები თბილისის მერობის კანდიდატებს 21 ოქტომბერს.
საინტერესოა, რომ კონკურენტები კალაძე და უდუმაშვილი ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული — ორივე თევზია. თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, არჩევნების დღე მათთვის, მთლიანობაში, არცთუ ხელსაყრელი იქნება. მიუხედავად უამრავი ძალისხმევისა, თევზები სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებენ. მაგრამ ასტროლოგები მათ ურჩევენ, არ დაიხიონ უკან და ბრძოლა განაგრძონ — სანამ წარმატება იძულებული არ გახდება, მათკენ იბრუნოს პირი. ამასთან, ღირს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ინტუიციას, რომელიც 20 ოქტომბრის შემდეგ გაიზრდება.
ამის შედეგად არჩევნების დღეს თევზები შეინარჩუნებენ სასიამოვნო ემოციურ ფონს და კარგ განწყობას. უფრო მეტიც, გამორიცხული არაა, დაიწყოს წინასწარ დაგეგმილი პროექტების რეალიზება და მათ იდეებს, შესაძლოა, ხორცი შეესხას.
ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი თხის რქაა. ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ არჩევნების დღე მისთვის სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაივლის. ყველაფერი მშვიდად და ჩუმად იქნება, თუ, რა თქმა უნდა, თუ ის თავად არ შეიქმნის პრობლემებს.
ვარსკვლავები თხის რქებს მოდუნებას არ ურჩევენ — სჯობს თავდაჯერებულად და ენერგიულად იმოქმედონ და მზად იყვნენ კონკურენტებთან ბრძოლისთვის. უკან ერთი ნაბიჯიც კი საკმარისია, რომ დაკარგონ უპირატესობა და საკუთარი თავი დარტყმის ქვეშ დააყენონ.
ყველაზე ამბიციური კირჩხიბები აღმოჩნდნენ. თბილისის მერობის 13 კანდიდატიდან ოთხი სწორედ ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული — ირმა ინაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა („დემოკრატიული მოძრაობა"), გიორგი ვაშაძე („ახალი საქართველო") და გიორგი გუგავა („ლეიბორისტული პარტია").
ასტროლოგები კირჩხიბებს ურჩევენ, ახალმთვარეობისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან ამ პერიოდში ისინი განსაკუთრებით ემოციური და აგრესიული ან დეპრესიულიც კი არიან. კირჩხიბები ახალმთვარეობაზე ყველაზე ძლიერ რეაგირებენ, რადგან მთვარე სწორედ მათ მართავს. მაგრამ არ ღირს ამ ნიშნით დაბადებული თბილისის მერობის კანდიდატები აღელდნენ.
კირჩხიბებს 20 ოქტომბრის შემდეგ შეუძლიათ მნიშვნელოვან საქმეებს შეუდგნენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ იოლი არ იქნება. მათ ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ იმ საქმეებზე, რომლებიც ადრე ადვილად გამოსდიოდათ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.
თბილისის მერობის ორი კანდიდატი — გიორგი ლილუაშვილი („საქართველო") და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო") მორიელის ნიშნით არიან დაბადებული. მორიელებისთვის ამ კვირაში ყველაზე რთული პერიოდი მთავრდება; მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბოლო დროს მათი დაბალი ენერგოტონუსი და მაღალი ემოციური გაღიზიანება თავის კვალს დატოვებს.
რაც უფრო მეტს ინერვიულებენ მორიელები, მით მნიშვნელოვანი იქნება მათი დანაკარგი. ამიტომ ასტროლოგები მათ ურჩევენ, დროულად აიყვანონ თავი ხელში, მხოლოდ ასე შეძლებენ ნეგატიური ტენდენციების მინიმუმამდე შემცირებას.
ერთადერთი მერწყული და თბილისის მერობის ყველაზე უფროსი კანდიდატია ნიკოლოზ სანებლიძე პარტია „ტრადიციონალისტებიდან".
მერწყულებს 21 ოქტომბრიდან არცთუ მარტივი ვითარებების გადატანა მოუწევთ, მაგრამ ისინი ენთუზიაზმით არიან სავსე. სხვათა შორის, ამ დღეს წარუმატებელს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ის მერწყულისგან ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.
თუ მერწყული, როგორც სჩვევია, დიპლომატიური იქნება და კრიტიკას რეალისტურად შეხედავს და მასზე მწვავე რეაგირება არ ექნება, ამ პერიოდს ისინი მშვიდად გაივლიან.
ჰოროსკოპით მშვილდოსანია თენგიზ შერგელაშვილი „შენების მოძრაობიდან". არჩევნების დღეს მას ვარსკვლავები ურჩევენ, არ დაავიწყდეს „უსაფრთხოების ღვედის შეკვრა" და „წარმატებისთვის რბოლაში" სპიდომეტრისთვის თვალის დევნება. კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იზრდება. მაგრამ სჯობს საკუთარი მოსაზრების დაცვაში სიმტკიცე გამოიჩინოს, რადგან დაკარგული პოზიციების დაბრუნება შემდეგ ძალიან ძნელი იქნება.
მთელი ეს კვირა მშვილდოსნებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ამ ნიშნის აქტიურობა და ენერგიულობა პირველ პლანზე გამოდის.
ლაშა სტურუა პარტიიდან „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" ჰოროსკოპით სასწორია. ამ ნიშნით დაბადებულთა ენერგოტონუსი ამ კვირაში საკმაოდ მაღალია, ისინი საკმაოდ აქტიური და ენერგიული არიან. და იღბალი, შესაძლოა, მათ მხარეს იყოს.
მიუხედავად ამისა, 21 ოქტომბერს სასწორმა ყველაფერში უნდა დაიცვას წესრიგი. მას დასჭირდება მეტი აქტიურობა და ნაკლები რისკი. ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას და თავი აარიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს.
პარტია „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი დავით შუკაკიძე ვერძის ნიშნის ქვეშ დაიბადა. ვერძების სასიცოცხლო აქტივობა 21 ოქტომბერს მაღალ დონეზე იქნება. საერთოდ, კვირის ბოლოს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა საქმიან, ბიზნეს და პირად სფეროებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
მაგრამ ვერძებმა ზედმეტად არ უნდა შეაფასონ საკუთარი ძალები და პარტნიორების შესაძლებლობები. ვარსკვლავები მათ ურჩევენ, მეტი მოისმინონ და საკუთარი აზრი ნაკლებად გამოთქვან.
ვარსკვლავების წინასწარმეტყველება კარგია, მაგრამ ვისთვის აღმოჩნდება ყველაზე წარმატებული არჩევნების დღე, ამას ხალხი გადაწყვეტს.
მასალა მომზადებული ღია წყაროებზე დაყრდნობით