არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მიმართავს

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არავის არ მივცეთ საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და ასევე 5 ქალაქისა და 59 რაიონის მერებს აირჩევს. მერის თანამდებობებისთვის 378 კანდიდატი იბრძვის.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას მიმართა.

„მინდა მოვუწოდო ჩვენ მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. ამაშია ის დიდი განსხვავება, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია ჩვენი მოსახლეობის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: 21 ოქტომბერი უქმე დღეა

პრემიერის განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და უპრეცედენტოდ მშვიდი უწოდა.

„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნების" სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სამართალდამცველებსა და პოლიციას მოუწოდა, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება დროულად იქნას აღკვეთილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 74 ადგილობრივი და საერთაშორისო მედია-საშუალება.

© Sputnik / Maria Tsimintiaადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0