საქართველოში პარტიებმა წინასაარჩევნოდ 8,8 მილიონი ლარი დახარჯეს

© photo: Sputnik / Stringerვალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებით „ქართული ოცნება" ლიდერობს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ექვსმა ძირითადმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში მთლიანობაში 8,8 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აუდიტის სამსახურმა 22 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში პარტიების გასავლები შეისწავლა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.

ქართული ოცნების მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" სექტემბერში შემოწირულობის სახით 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

არჩევნებისთვის ყველაზე მეტი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" დახარჯა — 7 მლნ ლარი, რაც ექვსი პარტიის მიერ მთლიანობაში დახარჯული თანხის 79%-ია. „ქართული ოცნების" ძირითადი გასავალი — 5 მლნ ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.

ყველაზე ნაკლები თანხა წინასაარჩევნო პერიოდში „სამოქალაქო პლატფორმა — ახალმა საქართველომ" დახარჯა — 66 ათასი ლარი. რეკლამისთვის ამ თანხის ნახევარზე ნაკლები დაიხარჯა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის". წინასაარჩევნო კამპანიისთვის პარტიის გასავალმა 646,8 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხის ნახევარი რეკლამისთვის დაიხარჯა.

მესამე ადგილზე 507,7 ათასი ლარით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია". ამ პარტიამ თანხის ნახევარზე მეტი რეკლამაზე დახარჯა.

მეოთხე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" დახარჯული 202,8 ათასი ლარით, მეხუთე ადგილზეა ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა" დახარჯული 75,9 ათასი ლარით. ამ პარტიების ხარჯების დიდი ნაწილი ასევე რეკლამისთვის დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0