საქართველოში არჩევნებს 20 ათასზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება

გამოწერა
საქართველოში არჩევნებზე რეგისტრაცია 20,6 ათასმა როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო დამკვირვებელმა გაიარა.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს აირჩევენ.

„საქართველოს ცესკომ 71 ადგილობრივი და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა. არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციებიდან დააკვირდება 20 ათასი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი 600 დამკვირვებელი", — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 74 ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალება.

დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების მთლიან პროცესს და ასევე ხმების დათვლის პროცედურას. მათ საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლება აქვთ და, ისევე, როგორც მასმედიის წარმომადგენლებს, შეუძლიათ ფოტო და ვიდეოგადაღება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამკვირვებლებმა საჩივრით უნდა მიმართონ რაიონულ, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

არჩევნების შემდეგ დამკვირვებელი ორგანიზაციების უმეტესობა არჩევნების შესახებ საკუთარ ანგარიშს წარმოადგენს.

© Sputnik / Maria Tsimintiaადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0