„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ მარკიზ დე სადს — დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადს (Donatien Alphonse François de Sade, 1740 — 1814) — ფრანგ არისტოკრატს, მწერალს, ფილოსოფოსს, ჰედონისტს, ათეისტს, ლიბერტინაჟის მიმდევარს. სიტყვა „სადიზმი" (სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეული სექსუალური სიამოვნება) სწორედ სადის სახელიდან გამომდინარე შემოიღო ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა.
მარკიზ დე სადი ცნობილია აღვირახსნილი ცხოვრებით. თავის ნაწარმოებებში აღწერს ძალადობის სცენებს. საკუთარი ცხოვრების სტილს ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ასეთი ცხოვრების სტილის გამო სადმა 30 წელი ციხეში გაატარა, სიცოცხლე კი საგიჟეთში დაასრულა.
• კაცი მაშინ ქორწინდება, როცა არ იცის, რას აკეთებს, ან როცა აღარ იცის, რა გააკეთოს
• ვაფასებ ჩვენ ურთიერთობებს, რადგან ის სუფთა ეგოიზმს ემყარება, ასეთი კავშირი კი მარადიულია
• არასდროს მიაყენოთ იმაზე მეტი ტკივილი, ვიდრე თავად ისურვებდით მის მიღებას სხვისი ხელიდან
• ბედნიერება არა ტკბობაში, არამედ სურვილშია; ის ნიშნავს, დაამსხვრიო ყველა ბარიერი სურვილის ასრულების გზაზე
• მდიდრების უგულობა ღარიბების ცუდ ქცევას აკანონებს
• უძლიერესი ყოველთვის სამართლიანად მიიჩნევს იმას, რასაც სუსტი მიიჩნევს უსამართლოდ
• ადამიანები კიცხავენ ვნებებს და ავიწყდებათ, რომ ფილოსოფია თავის ჩირაღდანს მისი ცეცხლისგან ანთებს
• იქ, სადაც ადამიანები თანასწორნი იქნებიან, სადაც არ იარსებებს განსხვავებები, არასდროს იარსებებს ბედნიერებაც
• ჩემი აზროვნების მანერას ჩემთვის უბედურება არ მოუტანია. ამის მიზეზი სხვისი აზრები გახდა
• არაფერი ისე არ აღაფრთოვანებს, როგორც პირველი დაუსჯელი დანაშაული
• არ არსებობს არც ერთი ცოცხალი ადამიანი, რომელსაც არ სურდეს დესპოტის თამაში, თუ მას მტკიცე ხასიათი აქვს
• ეჭვიანს სულაც არ ამოძრავებს ქალისადმი სიყვარული, არამედ დამცირების შიში, რომელიც მან ღალატის გამო შეიძლება განიცადოს
• ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ქალი აიძულო, უყვარდე, მისი წამებაა: უფრო საიმედო ხერხი მე არ ვიცი
• არაფერია უარყოფილ ქალზე უფრო საშიში
• არ არსებობს ნაკლი, რომლის მოყვარულიც არ მოიძებნება
• არაფერი ისე არ უწყობს ხელს აზროვნებას, როგორც უბედურება
• სილამაზე უბრალო და გასაგები ცნებაა, ხოლო სიმახინჯე — რაღაც საგანგებო, გაუკუღმართებული წარმოსახვა კი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს წარმოუდგენელსა და საგანგებოს და არა უბრალოსა და ჩვეულებრივს
• ჩვენ, დაბადებით ადამიანური ბოროტებით, სულ ცოტათი მაინც ყოველთვის გვიხარია სხვების ჭირი და უბედურება
• როგორც კი ადამიანი საკუთარი საქციელის გამართლებას იწყებს, ის უკვე აღარ არის კარგი და კეთილი ადამიანი
• დაარწმუნე სხვები, გენდონ და უკვე გამარჯვებული ხარ
• გოგონასთვის ყველაზე საჭირო რამაა, გზა მისცეს თავის სურვილებს, რომლებსაც მას ბუნება კარნახობს
• ყველაზე მძლავრი აფროდიზიაკი — ეს სხვებზე ძალაუფლებაა