მსჯავრდებულთა შეწყალება თანხის სანაცვლოდ: საპატრიარქო ახალ სკანდალში გაეხვა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან არსებული "მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხების შემსწავლელი კომისია" თანხის სანაცვლოდ პატიმრებს გათავისუფლებაში ეხმარებოდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხების შემსწავლელი კომისიის" დახმარებით გარკვეული ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან კავშირს უარყოფ.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ საქართველოს პატრიარქის ექს-მცველის ჩვენებები განმარტა

ტელეკომპანია Rustavi2-მა შაბათს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ. სოსო ოხანაშვილის სიტყვებით, ამ საქმეში მონაწილეობდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადვოკატი ირმა ჭკადუა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და „მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხების შემსწავლელი კომისიის" თავმჯდომარე მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძე.

„სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება. ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე. საპატრიარქოსთან არსებული „მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს", — აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში ყოფილი დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მამალაძე გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროს ილია II მკურნალობდა.

პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა თეთრუაშვილიც. მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. დეკანოზის დაკავების საქმე თანამედროვე საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. სასამართლო სხდომები პროკურატურის მოთხოვნით დახურული იყო.

გარდა ამისა, მასმედიაში გამოქვეყნდა დახურული სასამართლო სხდომებიდან ჩვენებების აუდიოჩანაწერები. Rustavi2-ის ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ აუდიოჩანაწერი, რომელშიც პროცესის მონაწილეები განიხილავენ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოდან პროკურატურაში გაგზავნილ დოკუმენტებს, რომელზეც თეთრუაშვილის ხელმოწერაა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორის მიმართვა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

„დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით", — დასძინეს საპატრიარქოში.

მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რაშიც მას შეწყალების კომისია ეხმარება, რომელიც პერიოდულად სწავლობს მსჯავრდებულთა საქმეებს, ადგენს სიებს და მას სახელმწიფოს მეთაურს უგზავნის. საპატრიარქოსთან არსებული „მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხების შემსწავლელი კომისია" კი პრეზიდენტის წინაშე რეკომენდატორის ფუნქციას ასრულებს.

ოხანაშვილის სახელი საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სკანდალში არაერთხელ გაჟღერებულა. სექტემბერში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა ოხანაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მასპინძლობდნენ ადამიანებს, რომლებზეც თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0