პროკურატურამ საქართველოს პატრიარქის ექს-მცველის ჩვენებები განმარტა

© photo: Sputnikსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი პატრიარქის ბინაში ცხოვრობდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი უკვე დაკავებულია, განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს სკანდალი: ტაიმ-აუტი თუ სიჩუმე ქარიშხლის წინ

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი პატრიარქის ბინაში ცხოვრობდა.

აღნიშნულის თაობაზე კომენტარი გააკეთა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ და განაცხადა, რომ არ იცის, ვისზეა საუბარი.  

"2014 წელს, თურქეთის მოქალაქეებმა ოფიციალურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში, აღნიშნული პირების ან მათთან კავშირში მყოფი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა. თურქეთის რესპუბლიკის, კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან, აღნიშნული პირები იძებნებოდნენ შეირაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, — განაცხადა  გიორგი გრძელიშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული უკვე ექსტრაირებულია თურქეთში, ხოლო მეორის მიმართ ექსტრადიციისთვის აუცილებელი პროცედურები მიმდინარეობს.
პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა დაკავებულების ვინაობა. მედიის ვარაუდით კი საუბარია მუსტაფა ზორდლუჯანზე, რომელიც 2016 წელს დააკავეს საქართველოში და თურქეთს გადასცეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული პირი რამდენიმე თვეში გათავისუფლდება საპატიმროდან.

ყველა ახალი ამბავი
0