ილია მეორის მიმართვა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

© REUTERS / David Mdzinarishviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქო მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს არწმუნებს, რომ საქართველოს ეკლესიას ისინი საკუთარი მფარველობის ქვეშ ეყოლება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სპეციალურ მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სინანული გამოთქვა ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც მტკივნეულად აისახა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზეც.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატრიარქის ბინაში ცხოვრობდა. აღნიშნულის თაობაზე კომენტარი გააკეთა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ და განაცხადა, რომ საპატრიარქო თურქეთში მცხოვრებ საქართველოს ყველა შვილს მიიღებს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ საქართველოს პატრიარქის ექს-მცველის ჩვენებები განმარტა

„ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ", — ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ „დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში და პრობლემების უმრავლესობაც სწორედ აქედან მოდის, მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად“.

საქართველოს პროკურატურაში არ აზუსტებენ, თუ ვინ ჰყავდა ოხანაშვილს მხედველობაში. ამასთან, მასმედიის ვარაუდით, საუბარია მუსტაფა ზორდლუჯანეზე, რომელიც საქართველოში 2016 წელს დააპატიმრეს და თურქეთშია ექსტრადირებული. საპატრიარქოს მონაცემებით, ეს ადამიანი რამდენიმე თვეში გათავისუფლდება.

ყველა ახალი ამბავი
0