საქართველოს მოქალაქეობა 5 წელში 26 800-მდე ადამიანს მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 33 400-მდე უცხოელმა მოითხოვა, თუმცა დადებითი პასუხი 26 800-მდე ადამიანმა მიიღო

2013 წლიდან საქართველოს მოქალაქეობა 26 795-მა უცხოელს მიენიჭა, მათგან 22 835-ს — საგამონაკლისო წესით, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ანგარიშში.

სულ მოქალაქეობის მინიჭების საკითზე განხილულია 33 374 განაცხადი, დადებითი პასუხი 23 716-ზე გაიცა.

პრეზიდენტმა წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან 23 540 გაითვალისწინა. ზოგიერთ უცხოელს (3 255-ს) მან მოქალაქეობა კომისიასთან შეუთანხმებლად მიანიჭა.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი: საქართველომ მოქალაქეობის მინიჭების წესები უნდა გაამკაცროს

საქართველოს მოქალქეობის საკითხი აქტუალური გახდა ევროკავშირის მიერ ქართული პასპორტის მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმი ამოქმედებისა და ასევე საქართველოში ჩამოსულ უცხოლეთა რიცხვის ზრდის ფონზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მოთხოვნით გამოდიან, არაერთხელ განაცხადეს, რომ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები საქართველოში ძალიან მარტივია. მათ პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს მიმართეს, წარმოედგინათ ანგარიში იმის შესახებ, სინამდვილეში ვის ენიჭება საქართველოს მოქალაქეობა.

მანამდე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხისადმი სიფრთხილის საჭიროების შესახებ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ 1 სექტემბრიდან მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით პრეზიდენტის კომპეტენციას წარმოადგენს.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესები

მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებვული წესით, საგამონაკლისო წესით და სპეციალური წესით.

მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით — თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში 5 წელია ცხოვრობს, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ფლობს ქონებას საქართველოში.

გამარტივებული წესი — ეს წესი ვრცელდება იმათზე, ვინც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და ქვეყანაში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს.

საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ პირებს, ვისაც სახელმწიფოს წინაშე დამსახურება გააჩნია ან ეს  სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.

გარდა ამისა, შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა (როდესაც ადამიანმა ქართულ მოქალაქეობაზე უარი საკუთარი ნებით თქვა და ახლა მისი აღდგენა სურს).

დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ლორთქიფანიძე: 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 32 017 პირს მიენიჭა

სპეციალური წესი — ეხება საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებმაც მოქალაქეობა გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს.

სტატისტიკა

ყველაზე მეტი განაცხადი (32 523) საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზეა შემოსული, ყველაზე ნაკლები — სპეციალური წესით (41).

საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე ყველაზე მეტი განაცხადი 2013 წელს შემოვიდა (8 877), ყველაზე ნაკლები — 2015 წელს (5 543). მოქალაქეობის მაძიებლებმა ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი 2013 წელს მიიღეს (2 437), ყველაზე ნაკლები — 2016 წელს (1 247). 

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ საგამონაკლისო წესით 23 000 დადებითი გადაწყვეტილებებიდან შემთხვევების 74,9%-ში ის ყოფილი სსრკ-ის მოქალაქეებს მიენიჭა.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა კომისიასთან შეუთანხმებლად არაერთხელ მიანიჭა. ასე, საქართველოს მოქალაქე გახდა 3 255 უცხოელი, მათგან 3 187-მა ადამიანმა მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
მარგველაშვილს სახელმწიფოს მტრებისთვის მოქალაქეობის მინიჭება დააბრალეს

2013 წლამდე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. იმ დროისათვის უკვე ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებასი „ქართული ოცნება“ იყო, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო.

იმ პირთა უმრავლესობა, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა კომისიის გვერდის ავლით 2013 წელს მიენიჭა, თურქეთის მოქალქეები იყვნენ — 2 187 ადამიანი.

რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომისიის გვერდის ავლით  საქართველოს მოქალაქეობა 68 უცხოელს მიანიჭა, მათგან 18 — რუსეთის მოქალაქე, დანარჩენები კი სხვა ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.

2013 წლიდან, დანარჩენი წესებით (არა საგამონაკლისო წესით) საქართველოს მოქალაქეობა 705-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 508-მ — გამარტივებული წესით, 128-მ — მოქალაქეობის აღდგენის წესით, 52-მა — ჩვეულებრივი წესით, 17-მა — სპეციალური წესით. ამ 705-დან 224 საქართველოში  დაბადებულია.

სტატისტიკური მონაცემები 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0