ლორთქიფანიძე: 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 32 017 პირს მიენიჭა

© Photo: courtesy by Dimitri Lortkipanidzeდიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეობა 2012-2017 წლებში საგამონაკლისო წესით აქვს მინიჭებული, განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 32 017 პირს მიენიჭა

„გამომდინარე იქიდან, რომ, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობა გამონაკლისის წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ისმის კითხვა, თუ რა დამსახურების გამო აქვს მინიჭებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმეტესობას გამონაკლისის წესით მოქალაქეობა?“ — განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 32 017 პირს. აქედან, მაგალითად, აშშ-ის მოქალაქე იყო 1686 პირი; აზერბაიჯანის — 500; გერმანიის – 111; დიდი ბრიტანეთის — 255; ესპანეთის — 108; თურქეთის — 3135; ირანის — 192; ისრაელის — 1188; რუსეთის — 19597; საბერძნეთის — 1290; სომხეთის — 1122; უკრაინის — 734; ჩინეთის — 3; ყაზახეთის – 223.

ყველა ახალი ამბავი
0