მარგველაშვილს სახელმწიფოს მტრებისთვის მოქალაქეობის მინიჭება დააბრალეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა ადამიანს, რომელიც საქართველოს ერთიანობის მტერია

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს სახელმწიფოს მტრებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაში ადანასაულებს.

რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სკანდალში ანდრიაძე მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა (Rustavi2) კვირას გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მასპინძლობდნენ ადამიანებს, რომლებზეც თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით ძებნა არის გამოცხადებლი.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორის მიმართვა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

„სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან, ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა, ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ. გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პირთა მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელია, იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას", — ნათქვამია ანდრიაძის მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიმართ.

ანდრიაძე არ ასახელებს იმ პირის ვინაობას, რომელსაც ის „საქართველოს ერთიანობის მტერს" უწოდებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანდრიაძის ბრალდებებს აბსურდული უწოდეს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ", — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ.

ოხანაშვილის ბრალდებებზე პროკურატურამ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული პირები უკვე დაკავებულია. პროკურატურაში არ დაუკონკრეტებიათ, ვის გულისხმობდა ოხანაშვილი. ამასთან, მედია ვარაუდობს, რომ საუბარია მუსტაფა ზორდლუჯანზე, რომელიც საქართველოში 2016 წელს დააკავეს და თურქეთს გადასცეს. საპატრიარქოს მონაცემებით, ეს ადამიანი რამდენიმე თვეში გათავისუფლდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0