თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის მცხოვრებნი მეტად იზიარებენ მოსაზრებას, რომ სხვა ქვეყნებში არჩევნებზე გავლენას ახდენს აშშ და არა რუსეთი. ასეთია „Sputnik.მნენიას" გამოკითხვის შედეგები.
სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხვა ქვეყნებში არჩევნებზე გავლენას ახდენს აშშ, მხარს უჭერს საფრანგეთსა და ასევე პოლონეთში რესპონდენტთა 43-43%, გერმანელების 41% და დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 33%.
ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნებზე სხვა ქვეყნებში რუსეთი ახდენს გავლენას, ნაკლები აღმოჩნდა. ამ მოსაზრებას ევროპაში ეთანხმება პოლონელების 29%, გერმანელების 28%, ფრანგების 27% და ბრიტანელების 21%.
რაც შეეხება ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთში უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებში ევროკავშირი ერევა. ამ მოსაზრებას იზიარებს ბრიტანელების 18%, ფრანგების 8%, გერმანელების 10% და პოლონელების 12%.
ექსპერტის მოსაზრება
საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი, სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გამოკითხვის შედეგებს საინტერესოდ მიიჩნევს როგორც სოციოლოგიური, ისე სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.
„როგორც პროფესიონალს, რომელიც 25 წელზე მეტი უშუალოდ ვმონაწილეობდი პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვსწავლობდი მას, მიწევდა ხშირი სტუმრობა ევროპაში ოფიციალური მიწვევით, რა თქმა უნდა, შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს უნდა მიუდგე ასეთ გამოკითხვებს, როგორც იმის დასტურს, რომ ეს ნამდვილად ასეა", — განაცხადა მამრაძემ.
პოლიტოლოგმა გაიხსენა საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, როდესაც მასმედიის ბევრი საშუალება საუბრობდა მათზე რუსეთის გავლენისა და შედეგად — დონალდ ტრამპის არჩევაზე.
„ამერიკელი პოლიტოლოგები ერთხმად წერენ, რომ სრული მარაზმია, რომ ვიღაც მიიჩნევს, თითქოს რუსეთის ხელმძღვანელობამ მოახდინა გადამწყვეტი და ძლიერი გავლენა ტრამპის არჩევაზე. ეს სრულებით არ არის ასე. მაგრამ მასმედიის ბევრმა საშუალებამ „გაბერა" ეს ვერსია", – განაცხადა მამრაძემ.
მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოკითხვები ასახავს ხალხის განწყობას და არა რეალობას.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაზვიადებულია. არავინ ხარჯავს ფულს, რომ როგორმე მოახდინოს რეალური გავლენა არჩევნებზე ევროპაში. ხოლო რით განისაზღვრება ხალხის განწყობა, იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ტრამპი აირჩიეს, იქნება ეს ევროპული ქვეყნები, სადაც ახლა ნაციონალიზმის ტალღაა აგორებული, რომელსაც მეცნიერები წლების წინ წინასწარმეტყველებდნენ — ეს სულ სხვა საქმეა", — აღნიშნა მამრაძემ.
მიუხედავად ამისა, მამრაძის აზრით, ძალზე საინტერესოა გამოკითხვის მეშვეობით საზოგადოების განწყობის შესწავლა — რისი სჯერათ ადამიანებს და რომელი მითებია პოპულარული.
გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის საზოგადოებრივ აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობდა 18 წელს ზემოთ 3 228 რესპონდენტი საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან. შერჩევა მოსახლეობის სქესის, ასაკის, გეოგრაფიის გათვალისწინებით მოხდა. ცდომილება +/- 3,1%–ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.
ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.