ევროპისა და აშშ–ს მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს

© RIA Novosti . Григорий Сысоевევროპელები
ევროპელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ (60%) და დასავლეთ (57%) ევროპის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ უბრალო მოქალაქეებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. „ Sputnik. მნენია“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკის“ მიერ დაკვეთილი გამოკითხვების შედეგებს აქვეყნებს , რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ ჩაატარა.

კითხვაზე: „რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ უბრალო მოქალაქეებს თქვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე“, ევროპული ქვეყნების მცხოვრებლების უმეტესობამ უპასუხა, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. ეს პროცენტი განსაკუთრებით მაღალია ბულგარეთში — 83%. 

აღმოსავლეთ (60%) და დასავლეთ (57%) ევროპის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ უბრალო მოქალაქეებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე.

ბულგარეთის მცხოვრებთა უმეტესობას (83%) მიაჩნია, რომ მოქალაქეები არავითარ გავლენას არ ახდენენ საგარეო პოლიტიკაზე. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია გამოკითხულ ქვეყანათა შორის. მას მოსდევს გერმანია — მოსახლეობის 65%.

ევროპაში გამოკითხულთა მხოლოდ 30%–ს მიაჩნია, რომ უბრალო მოქალაქეებს მცირე გავლენის მოხდენა მაინც შეუძლიათ. მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ უბრალო მოქალაქეების მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ევროპაში საშუალოდ 5%–ს არ აჭარბებს. 

ინფოგრაფიკა: რა გავლენას ახდენს მოსახლეობა გარეპოლიტიკაზე
ინფოგრაფიკა: რა გავლენას ახდენს მოსახლეობა გარეპოლიტიკაზე - Sputnik საქართველო
ინფოგრაფიკა: რა გავლენას ახდენს მოსახლეობა გარეპოლიტიკაზე

მოსაზრებები მხოლოდ აშშ–ში გაიყო: იმათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ უბრალო მოქალაქეებს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საგარეო პოლიტიკაზე, დაახლოებით უტოლდება იმათ რაოდენობას, ვინც ფიქრობს, რომ მცირე გავლენის მოხდენა მაინც შესაძლებელია: 41% და 38% შესაბამისად. 14% დარწმუნებულია, რომ უბრალო მოქალაქეების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანია, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში. 

გამოკითხვა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ 21015 წლის 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 8 00–მა რესპოდენტმა — ათას–ათასმა თითოეული ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და  პოლონეთი. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას. 

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0