დალიეთ ლუდი, ნამდვილად არ არის ცუდი...

© photo: Sputnik / Oksana Dzadanდალიეთ ლუდი
დალიეთ ლუდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, ლუდის მოყვარულთა საზოგადოება რომ არსებობდეს უპირობოდ გავწევრიანდებოდი. საოცარია, ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული და არც ერთგან არ ფიგურირებს ეს უაღრესად პატივსაცემი სასმელი

არადა, კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ლუდი ერთ-ერთი უძველესი და ყველასგან დაფასებული სასმელია. მართალია კონკრეტული სამშობლო არა აქვს, მაგრამ ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.

ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა — ასე იწყება ლუდის ისტორია. მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში ლუდს პროფესიულად — გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე. ლუდი ეგვიპტეშიც წარმოუდგენლად პოპულარული იყო, დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის დამზადებისათვის დაწესდა.

ქერი - Sputnik საქართველო
ქერის კულტურა და ლუდის გამოხდის 25 საუკუნოვანი ტრადიცია საქართველოში

ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისგან ამზადებდნენ.

ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ — ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ. ალბათ ქართველებიც ამ კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ, თუმცა ჩვენთან, მთაში, ლუდი ძალიან პოპულარული გახლდათ.

დღეს ლუდის შესახებ მეცნიერული შრომები იწერება. გერმანელმა სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ ვოლფგანგ კლემენტმა, რომელიც 2002-2005 წლებში ქვეყნის ეკონომიკისა და შრომის მინისტრი იყო, მოითხოვა, ლუდი აფთიაქებშიც გაყიდულიყო. იგი ამბობდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს სასმელი იმდენად დადებით გავლენას ახდენდა, ნამდვილად იმსახურებდა, მაღაზიების გარდა, აფთიაქების დახლებიც დაეპყრო. მართალია, ვოლფგანგ კლემენტის ინიციატივა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ლუდის ისტორიაში ამ ფაქტმა მაინც ღირსეული ადგილი დაიკავა. საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება „ლუდის ღიპის” შესახებ, თუმცა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ადამიანის გასუქებაში ლუდს მინიმალური „წვლილი” შეაქვს. სინამდვილეში ამ უსიამოვნებაში დამნაშავე მხოლოდ არასწორი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმია. შვედი და გერმანელი მკვლევარები აღნიშნულ საკითხზე დაახლოებით 9 წელი მუშაობდნენ და, საერთო ჯამში, 8 ათასამდე მამაკაცი და 13 ათასამდე ქალი შეისწავლეს. კალიფორნიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების სწავლულებმა დაადგინეს, რომ ლუდი დიდი რაოდენობით სილიციუმს შეიცავს, ნივთიერებას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ძალიან ადვილად ამუშავებს და ისეთი საშიში დაავადების განვითარებას აფერხებს, როგორიცაა ოსტეოპოროზი.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გაქრეს

ამ ქვეყნად ზარმაცებს რა გამოლევს და ერთმა ასეთმა, 22 წლის ამერიკელმა  ჯონ კორნველმა „ლუდის მსროლელი მაცივარი” შექმნა:-  სპეციალური მოწყობილობა მიერთებულია მაცივარზე, რომელიც პულტის დახმარებით იმართება და კატაპულტირების პრინციპით შესაძლებელია ლუდის იმ ადგილამდე ტყორცნა (3 მეტრის მანძილზე), რომელსაც საკუთარი სურვილით, ადამიანი წინასწარ განსაზღვრავს.

ფრანგი მელუდეები უფრო შორს მჭვრეტელები აღმოჩნდნენ და  ჩამოასხეს ლუდი, რომელიც 24- კარატიანი ოქროსგან შედგება. სასმელს სახელიც შესაბამისი აქვს მიღებული 24  Сarats. ლუდი ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, სულ 2 ათასი ბოთლი. 1 ბოთლის ფასი 49,9 ევროა. როგორც ამბობენ, ოქროს მქონე ლუდს სტრესის და  სხვადასხვა დაავადების დამარცხებაც კი შეუძლია.

მოგეხსენებათ, ყველა ერს თავისი გასჭირვებია, აი, იაპონელი მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ლუდს ადამიანის ორგანიზმის რადიოაქტიური გამოსხივებისგან დაცვა შეუძლია. მათი თქმით, საკმარისია 500 მილიგრამი ლუდი, რენტგენის სხივებისა და წყალბადის იონების ზემოქმედება მთელი 34 პროცენტით რომ შემცირდეს.

ლუდი - Sputnik საქართველო
საქართველო და ლუდი - უძველესი ტრადიციები და სიდედრის სადღეგრძელოები

ამერიკელი და ახალ ზელანდიელი მეცნიერების ინფორმაციით, 2 კათხა ლუდი ადამიანს მეხსიერების გაუმჯობესებაში ეხმარება.

ერთი ადამიანის მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით დალეული ლუდის რეკორდი ამერიკელ მამაკაცს, მეტსახელად “გოლიათ ანდრეს”  ეკუთვნის. მის ანგარიშზე 119 კათხა ლუდი მოდის, რომელთაც “გოლიათმა”  სულ რაღაც 6 საათში მოუღო ბოლო.

წოდება „ლუდის ყველაზე დიდი მოყვარული მსოფლიოში”  1991 წელს 73 წლის ინგლისელ ქალბატონს ჰარიეტ ბრუქსს მიენიჭა, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 70 ტონა ლუდი დაულევია.

საქართველო ამ მხრივაც ძალიან „ჩამორჩა“, ჩვენთან არც რეკორდები ფიქსირდება და არც მეცნიერები იწუხებენ თავს. თუმცა, რაზე ვსაუბრობ, როცა ამდენი პოლიტიკური პარტიის ფონზე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი არ გაგვაჩნია, რომ ლუდის მოყვარული პატიოსანი საზოგადოება გააერთიანოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0