პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გაქრეს

© FL/ Yuya Tamaiსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის ცნობილია, რომ არსებობს გადაშენების პირას მისული ცხოველებისა და მცენარეების ჯიშები, მაგრამ, თურმე, არსებობს პროდუქტებიც, რომლებიც ასევე შეიძლება გაქრეს ჩვენი მაგიდიდან.

ბანანი „კავენდიში“

CC BY 2.0 / manuel m. v. / en los invernaderos dela arganzuela de madridბანანი „კავენდიში“
ბანანი „კავენდიში“ - Sputnik საქართველო
ბანანი „კავენდიში“

სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფმა (ნიდერლანდები, აშშ, ავსტრალია) გაარკვია, რომ „კავენდიშის“ ჯიშის ბანანს უახლოეს ათწლეულებში სრული გაქრობა ემუქრება.

მიზეზი — სოკოვანი დაავადება tropical race 4 (TR4), რომელიც ბანანის ფესვებს აზიანებს. ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც „გროს მიშელის“ ჯიშის ბანანი გაქრა. TR4 ფართოდაა გავრცელებული პაკისტანსა და ინდონეზიაში, და უკვე შეაღწია აფრიკასა და ავსტრალიაში.

ღვინო

© FL/ Mohamed Aymen Bettaiebღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინო

სულ რაღაც 25-30 წელში უძველესი ფრანგული, არგენტინული და ჩილეს ვენახები შესაძლოა უსარგებლო გახდეს ყურძნის ღვინის ჯიშების მოსაყვანად.

მიზეზი — გლობალური დათბობაა. მაღალი ტემპერატურის გამო ყურძენი ცოტა ხანს მწიფობს და ვერ ასწრებს კარგი ღვინისთვის აუცილებელი გემოს შეძენას. მკვლევარების ვარაუდით, ღვინის ბიზნესი 70–80%-ით შემცირდება, რის გამოც ფასები გაიზრდება.

თაფლი

CC BY 2.0 / Don Hankins / Honey beesფუტკარი თაფლის ფიჭაზე
ფუტკარი თაფლის ფიჭაზე  - Sputnik საქართველო
ფუტკარი თაფლის ფიჭაზე

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ფუტკრების ყველაზე სასარგებლო და გავრცელებული სახეობის პოპულაცია მკვეთრად მცირდება. ამ ფენომენს „ფუტკრის კოლონიების განადგურების სინდრომი“ ეწოდა. ამ დროს ფუტკრები ერთდროულად ტოვებენ სკებს და უკან აღარ ბრუნდებიან.

მიზეზი გაუგებარია. შესაძლოა ეს პათოგენური მიკროორგანიზმების ან ტკიპა ვაროას ბრალი იყოს. თუ პრობლემა არ გადაიჭრა, 20 წლის შემდეგ მეთაფლია ფუტკრები გადაშენდებიან, რაც მთელი ბიოსფეროს ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.

ყავა

CC BY 2.0 / Flickr/ Coffee Management Services / Woman Harvesting Coffeeყავის მკრეფავი ქალი
ყავის მკრეფავი ქალი - Sputnik საქართველო
ყავის მკრეფავი ქალი

ავსტრალიის კლიმატური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ 2050 წლისთვის ყავის პლანტაციები ორჯერ შემცირდება, ხოლო 2080 წლისთვის საერთოდ აღიგვება მიწის პირისგან.

მიზეზი — გლობალური დათბობა. ტემპერატურის მატების კვალდაკვალ ყავის ხეები სულ უფრო აქტიურად ავადდება სოკოთი. ამის გამო მხოლოდ 2012 წელს გვატემალელმა ყავის მწარმოებლებმა მოსავლის 85% დაკარგეს.

ზღვის თევზი

© Fl/ Phalinn Ooiზღვის თევზი
ზღვის თევზი  - Sputnik საქართველო
ზღვის თევზი

ეკოლოგების დასკვნით, დაახლოებით 2050 წლისთვის მსოფლიო, შესაძლოა, სარეწაო თევზის სრული განადგურების პრობლემის წინაშე დადგეს. ამჟამად თევზის მოპოვების მოცულობა 50–60%-ით აჭარბებს დასაშვებ ნორმას.

თუ თევზის მრეწველობაში სასწრაფოდ არ გატარდა სისტემური რეფორმები, მალე საერთოდ უთევზოდ დავრჩებით.

შოკოლადი

CC BY 2.0 / Flickr/ LongitudeLatitude / chocolate!შოკოლადი
შოკოლადი - Sputnik საქართველო
შოკოლადი

დიდი ალბათობით, დაახლოებით 50 წლის შემდეგ დედამიწაზე შოკოლადი ან საერთოდ გაქრება, ან უსაზღვროდ გაძვირდება.

კაკაოს ნაკლებობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება:

•    კაკაოს ხეების ავადმყოფობა, რომელმაც უკვე გაანადგურა კაკაოს მსოფლიო მოსავლის მესამედი;

•    გვალვა განასა და კოტ-დ’ივუარში, რომელზეც კაკაოს მსოფლიო წარმოების 70% მოდის;

•    კაკაოს ხეების დაბერება.

უწყვეტი წარმოებისთვის ხეების რეგულარულად დარგვაა საჭირო, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება. ამასობაში კი შოკოლადზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება.

მიდიები

© FL/ Tristan Ferneმიდიები
მიდიები - Sputnik საქართველო
მიდიები

კლიმატური ცვლილებების მოდელირებით მიღებული მონაცემების თანახმად, ამჟამად ზღვის წყლის ტემპერატურა პლანეტის ყველა რეგიონში იმატებს, ხოლო მსოფლიო ოკეანეებში წყლის გაზავების კვალდაკვალ ზღვის ზედა ფენის წყლებში მარილის კონცენტრაცია მცირდება. ეს ცვლილებები უარყოფით გავლენას მოახდენს ზღვის მიკროორგანიზმებზე — ბაქტერიებსა და პლანქტონზე. რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს კვების ჯაჭვის შემდგომ საფეხურზე მდგომ სახეობებზე, ანუ მიდიებსა და სხვა ფილტრატორებზე.

ავოკადო

CC BY-SA 2.0 / Quinn Dombrowski / Avocadosავოკადო
ავოკადო - Sputnik საქართველო
ავოკადო

ავოკადოს მოყვანა სულ უფრო რთულდება და ძვირდება. 1 კილოგრამი ავოკადოს მოყვანას წარმოუდგენლად ბევრი — დაახლოებით 272 ლიტრი წყალი სჭირდება. კალიფორნიაში, საიდანაც აშშ-ის უდიდესი ნაწილი მარაგდება ამ ხილით, ბოლო წლებში ძლიერი გვალვები დგას. თუ კლიმატი კვლავაც განაგრძობს ჭირვეულობას, იგივე ბედი ელის ქვეყნის სხვა რეგიონებსაც, რომლებიც ავოკადოს უმსხვილეს ექსპორტიორებად მიიჩნევიან.

ლუდი

© Fl/ Lynn Fლუდი „გინესი“
ლუდი „გინესი“ - Sputnik საქართველო
ლუდი „გინესი“

მიუხედავად იმისა, რომ ლუდს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, მსოფლიოს მეცნიერები და ლუდის მხარშავები მაინც ძალიან შფოთავენ იმის გამო, რომ მალე მას ჩვეული გემო შეეცვლება.

მიზეზი – მაღალი ტემპერატურის გამო სვიაში სასმელის გემოს განმსაზღვრელი ალფა-მჟავების შემცველობის შემცირებაა. აქედან გამოსავალი შესაძლოა მოიძებნოს ალფა-მჟავების დიდი რაოდენობის შემცველი სვიის ახალი ჯიშების კულტივაციაში.

ნეკერჩხლის სიროფი

© FL/ Ano Lobbნეკერჩხლის სიროფი
ნეკერჩხლის სიროფი - Sputnik საქართველო
ნეკერჩხლის სიროფი

იმისათვის, რომ საკმარისი წვენის გამოყოს, ნეკერჩხალს გრძელი ზამთარი სჭირდება. როგორც ირკვევა, აშშ-სა და კანადაში ზამთრის ხანგრძლივობა ყოველწლიურად მცირდება, რაც ნეკერჩხლის სიროფის წარმოებას საფრთხეს უქმნის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ მეცნიერები ყველა პრობლემას მოერევიან და ჩვენი საყვარელი პროდუქტების გადარჩენის გზებსა და მეთოდებს მაინც მოძებნიან. ბოლოს და ბოლოს, პლანეტის სწავლულებმა ხომ პანდების გადაშენების შეჩერება შეძლეს!

ყველა ახალი ამბავი
0