საქართველო და ლუდი - უძველესი ტრადიციები და სიდედრის სადღეგრძელოები

გამოწერა
იქამდე, სანამ საქართველოს პატრიარქი ლუდს სუფრის სასმელად აკურთხებდა, ამ სასმელით ცუდი ადამიანების სადღეგრძელოებს სვამდნენ. საქართველოში, ღვინის ქვეყანაში, ამ სასმელს ძალიან საინტერესი ისტორია გააჩნია.

თბილისი, 5აგვისტო— Sputnik. საქართველო სუფრისა და ლამაზი სადღეგრძელოების ოსტატების ქვეყანაა. ზუსტად არავინ იცის, როგორ და როდიდან გაჩნდა ქვეყანაში ლუდით ცუდი ადამიანების დღეგრძელობის ტრადიცია, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეცვალა.

10 წლის წინ კათოლიკოსმა ლუდი აკურთხა, როგორც სასმელი, რომლითაც ადამიანის დალოცვა შეიძლება, ამის შემდეგ ქართველებმა ლუდით „საყვარელი“ სიდედრის, მტრების, ცუდი მეზობლების და მოღალატე ცოლების დღეგრძელება თანდათანობით შეწყვიტეს.

პერუ - Sputnik საქართველო
პერუს პრემიერი ლუდსახარში კომპანიის ხელმძღვანელი გახდება

საქართველოში არავის არ გაუკვირდება, როდესაც სუფრაზე მამაკაცი ლუდის კათხით ხელში ისეთ სასაცილო სადღეგრძელოებს იტყვის, როგორიცაა: „ამ ჭიქით ის კაცი ვადღეგრძელოთ, რომელიც სიმამრს „მერსედესს“ უყიდის, საკუთარ მამას კი მეტრომანს“, „ის კაცი დავლოცოთ, რომელიც დედამისის ფულით  სიდედრს კაბას უყიდის“, „იმ ადამიანებს გაუმარჯოს, რომლებიც შარშან უნდა მომკვდარიყვნენ, მაგრამ ახლაც ცოცხლები არიან“, და სხვა მრავალი, რაც სუფრას განსაკუთრებით მხიარულს ხდის.

საქართველოში, მეღვინეობის ქვეყანაში, ლუდი საკმაოდ პოპულარული სასმელია, განსაკუთრებით  მთაში. ადგილობრივები აქ ვაზს ვერ ახარებდნენ, რადგან ის ბარში უკეთ ხარობს, ამიტომ მთიულების ძირითადი ალკოჰოლური სასმელი იყო ლუდი.

მაღალმთიან საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათ შორის რელიგიური, ლუდთან არის დაკავშირებული. სასმელი სპეციალურად სადღესასწაულოდ იხარშება, მაღალმთიანი თუშეთის მკვიდრები მას „ალუდას“ უწოდებან, აქედანაც მოდის სიტყვა „ლუდი“, და ყველა სტუმარს ლუდით უმასპინძლდებიან. აქ ლუდი საახალწლოდაც იხარშება.

თუშეთის მაღალმთიანი რაიონი - Sputnik საქართველო
შვეიცარელები საქართველოს თუშეთის მაღალმთიანი რეგიონის განვითარებაში დაეხმარებიან

ხევსურეთში თოთხმეტი წლის ახალგაზრდას ლუდის დალევის უფლება ჰქონდა. ამ დროიდან იგი «მასმურად» ითვლებოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ლუდის გამოხდის დროს ასეთი ახალგაზრდებიც საერთო მსმელთა სიაში შეეყვანათ და მათზე ჩვეულებრივ ყოფილიყო გათვალისწინებული ლუდი. რაც შეეხება, პატარა ბავშვებს, დღესასწაულის დროს მათაც ასმევდნენ ცოტა ლუდს და შუბლზე ნახშირის წასმით დანიშნავდნენ, ხელმეორედ რომ არ ეცადათ დალევა.

ლუდის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხორბლეულის განვითარებული კულტურა. საქართველო უძველესი დროიდან განვითარებული სოფლის მეურნეობისა და მიწათმოქმედების ქვეყანა იყო. მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა

აგვისტოს პირველ პარასკევს აღინიშნება ყოველწლიური არაოფიციალური დღესასწაული-ლუდის საერთაშორისო დღე, რომლის დამაარსებელია ბარის მეპატრონე ჯეს ავშალომოვი.

პირველად დღესასწაული 2007 წელს აშშ-ში აღინიშნა, იმ დროიდან დღესასწაული მსოფლიოს 50 ქვეყნის 200-ზე მეტ  ქალაქში აღინიშნება. ამ დღეს მიღებულია მეგობრებთან ერთად ლუდით დატკბობა.

ყველა ახალი ამბავი
0