Forbes-მა საქართველო ტურიზმის განვითარებისთვის შეაქო

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ველოსიპედებით შარდენის ქუჩაზე
ტურისტები ველოსიპედებით შარდენის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Forbes-ის ჟურნალისტის სტატია საქართველოში ტურისტული დარგის განვითარების ტემპებს ასახავს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes საქართველოში ტურიზმის სტრატეგიას წარმატებულად აფასებს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ჟურნალისტ სტეფან რაბიმოვს მაგალითად მოჰყავს ჰოლანდიელი ჯესპერ ბლეკის ისტორია, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპოირტში ჩამოსვლისას 2016 წლის მეექვსმემილიონე ტურისტი გახდა.

„ჰოლანდიელი ტურისტი აეროპორტიდან მერსედესით გააცილეს, წითელ ხალიჩაზე დახვედრა მოუწყვეს და სადილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეახვედრეს“, — წერს ჟურნალისტი.

რაბიმოვი აღნიშნავს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოში სპეციალური ვებგვერდიც შეიქმნა, სადაც ქართველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში, თუ რა კერძით გამასპინძლებოდნენ მეექვსმემილიონე ტურისტს.

სტატიის ავტორი წერს, რომ  საქართველოში ტურისტების რაოდენობა სწრაფად იზრდება და აღნიშნავს, რომ 2011 წელს საქართველოს 2.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, 2016 წელს კი ამ რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა.

ხინკალი - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულო რუსი ტურისტების ფავორიტების სამეულში შევიდა

„ეს დიდი მოვლენაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს. საქართველო მოულოდნელად მოგზაურთა რადარზე გამოჩნდა“, — წერს რაბიმოვი.

Forbes-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველომ 52 ტურისტულ მიმართულებას შორის 25-ე ადგილი დაიკავა, საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისები დაინიშნა. ხოლო მოგზაურთათვის ამერიკული ჟურნალ Conde Nast Traveler’s-ის სიაში საქართველო მეღვინეობის კულტურის კუთხით საუკეთესო მიმართულებად არის აღიარებული.

Forbes ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველა ფრონტზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკაში პოზიციების გამყარებას. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი ტურისტული სტრატეგია შექმნა, რომლის მიზანია მთელი მსოფლიოდან მაღალი მსყიდველობითუნარიანობის მქონე ტურისტთა ნაკადების მოზიდვა.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
ვიზრდებით და ვფართოვდებით: საქართველოს წლის დასაწყისიდან 6 მლნ-მდე ვიზიტორი ეწვია

“საქართველო ყოველთვის იყო კულტურის, სტუმარმასპინძლობის და სითბოს სინონიმი. სტუმრებს საქართველოში ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს უწოდებენ. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს უდიდეს ტურისტულ მიმართულებად იქცეს. ეს ქვეყანა გამოირჩევა UNESCO-ა მსოფლიო მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლებით, ალპური მთიანი სოფლებით, შუასაუკუნეების მონასტრებით და უგემრიელესი სამზარეულოთი, მაგრამ საქართველოს მსოფლიო რუკაზე დამკვიდრებას ალბათ ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ღვინის კულტურამ“, — აღნიშნულია სტაიაში.

ავტორი წერს, რომ ღვინის კულტურა საქართველოში 8 ათასი წელს ითვლის, ხოლო ბორცვებზე გაშენებული შესანიშნავი ვენახები იტალიის ტოსკანას წააგავს. რაბიმოვი სტატიაში ასევე აღწერს ქვევრს, რომელშიც ტრადიციულ ქართულ ღვინოს აყენებენ.

ავტორი საუბრობს საზღვარგარეთ ნასწავლ ქართველებზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტურისტულ სექტორში დასაქმდნენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს - Sputnik საქართველო
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

“ნინო ტურაშვილი რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობს, კარგი მაგალითია ახალგაზრდა, მობილური პროფესიონალის, ის საქართველოში ცოდნით და ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თეორიით დაბრუნდა“, — ხაზგასმულია სტატიაში.

Forbes-ს მოჰყავს ნინო ტურაშვილის სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ყოველთვის იყო სტუმარმასპინძლობის კულტურა, მაგრამ საჭიროა ადგილობრივი პატარა ბიზნესის მფლობელებმა ისწავლონ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის სტანდარტების დაცვა და ამავდროულად შეინარჩუნონ ქართული სული.

Forbes-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩურჩხელას, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, ასევე ერთ-ერთ უდიდეს პორტალ Amazon-ზე იყიდება.

Forbes-ი წერს, რომ საქართველოს ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური მიზნები გააჩნია. კერძოდ, ორ წელიწადში ქვეყანაში აპირებენ 25 ახალი სასტუმროს აშენებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობით  შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საოჯახო სასტუმროების განვითარებას, ტურისტული სტანდარტების ამაღლებას. საქართველოს მთავარი მიზანია 2025 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.6 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად  საქართველო Google-თან და სამოგზაურო პორტალებთან: Tripadvisor-სა და Expedia-სთან აქტიურად თანამშრომლობს.

სტატიის ბოლოს Forbes-ის ჟურნალისტი წერს: „როგორც ხედავთ, საქართველოში ტურიზმის სტრატეგიამ გაამართლა“.

ყველა ახალი ამბავი
0