ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

© facebook.com/mfageorgiaზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში მიმდინარეობს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და საქართველოს წარმომადგენელი UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩია.

ტურისტები მეიდანზე - Sputnik საქართველო
ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ამ ორგანიზაციის მადრიდში გამართულ სესიაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ზურაბ პოლოლიკაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ამ პოსტზე აირჩიეს.

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში იმართება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა (აღმასრულებელი საბჭოს წინადადებით) ოთხი წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მოქმედ წევრთა ორმა მესამედმა.

ესპანეთის მეფე - Sputnik საქართველო
ესპანეთის მეფემ პოლოლიკაშვილს წარმატება უსურვა

ზურაბ პოლოლიკაშვილი: დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.

2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ "TBC ბანკში" დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.

2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0