ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

© Sputnik / Anna Yarovikovaტურისტები მეიდანზე
ტურისტები მეიდანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამრიგად, საქართველო ლიდერია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა 141 ქვეყანას შორის ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში (The Travel & Tourism Competitiveness Report) და განთავსდა ნამიბიასა და ისრაელს შორის. 

ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. 

ტურისტები თბილისობაზე - Sputnik საქართველო
საქართველო National Geographic–ის კენჭისყრაში ლიდერობს

2013 წელს ამ რეიტინგში საქართველო 66-ე პოზიციაზე იყო. ინდექსის ავტორებმა 14 ფაქტორი გაითვალისწინეს. მათ შორის კეთილგანწყობილი საქმიანი გარემო, უსაფრთხოება, საგზაო და საავიაციო ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი და კულტურული რესურსები, ფასების დონე და სავიზო წესების სიმკაცრე. 

რეიტინგის სათავეში არიან ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ და დიდი ბრიტანეთი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთეს პოზიციაზე ესტონეთია — 38-ე ადგილი, ლატვია — მე-40, ლიტვა — 54-ე ადგილი. რუსეთი რეიტინგის 45-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი — 84-ე, ხოლო სომხეთი — 89-ე ადგილზე. 

ყველა ახალი ამბავი
0