საქართველო National Geographic–ის კენჭისყრაში ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები "თბილისობაზე"
ტურისტები თბილისობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ლიდერობს ორ ნომინაციაში – „წლის აღმოჩენა“ და „საუკეთესო გასტრონომიული ტური“.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს National Geographic Traveler Awards 2016-ის პრემიის ონლაინ–კენჭისყრაში ლიდერის პოზიციები უკავია. გამოკითხვის წინასწარი შედეგები სააგენტო „ტურსტატმა“ გააანალიზა.

ონლაინ–გამოკითხვა National Geographic Traveler Awards 2016-ის პრემიაზე 23 ნომინაციაში 8 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობს მისამართზე: http://www.nat-geo.ru/ngt-awards-2016/nomination/

რეიტინგის მონაცემებით, საქართველო ლიდერობს ორ ნომინაციაში – „წლის აღმოჩენა“ და „საუკეთესო გასტრონომიული ტური“.

დამსვენებლები კურორტ გუდაურში - Sputnik საქართველო
საქართველო ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ საქართველოს ამ დროისთვის ხმა ინტერნეტ–მომხმარებლის 32%-მა მისცა. მეორე და მესამე ადგილებზე არიან შრი–ლანკა (13%) და სომხეთი (8%). პირველ ხუთეულში ასევე შედიან ირანი (6%) და აზერბაიჯანი (5%).

ნომინაციაში „საუკეთესო გასტრონომიული ტური“ საქართველომ ხმების 30% მიიღო. მეორე ადგილზეა იტალია (22%), მესამეზე – რუსეთი (20%). პირველ ხუთეულში ასევე შედიან საფრანგეთი (12%) და ჩინეთი (6%).

„ტურსტატის“ კვლევის თანახმად, რუსეთი ლიდერობს პლაჟის დასვენების, ექსკურსიების, ეკო–დასვენების, ასევე ოჯახური დასვენებისა და სამთო–სათხილამურო დასვენების ქვეყნების ნომინაციებში.

ქართული სამზარეულოს გაცნობა
ქართული სამზარეულოს გაცნობა - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულოს გაცნობა

 

ყველა ახალი ამბავი
0