ქართული სამზარეულო რუსი ტურისტების ფავორიტების სამეულში შევიდა

გამოწერა
რუსეთის მოქალაქეების საყვარელი კერძებია ხინკალი, ხაჭაპური და საცივი

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რუს მოგზაურებს მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სამზარეულოდ მიაჩნიათ ქართული, იტალიური და ტაილანდური სამზარეულო — კვლევა ჩაატარა ავიაბილეთებისა და სასტუმროების მოძიების ვებ-გვერდმა Skyscanner.

რთველი - Sputnik საქართველო
Skyscanner-ი ღვინის ტურიზმის მოყვარულთ საქართველოს ურჩევს

Skyscanner-მა გამოკითხა რუსი მოგზაურები და მსოფლიოს ყველაზე გემრიელი მიმართულებების რეიტინგი შეადგინა. ამის შესახებ საუბარია ტურისტული სერვის Skyscanner-ის პრეს-რელიზში.

პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით იტალია განთავსდა. როგორც პორტალის სტატიაშია ნათქვამი, გამოკითხულთა 38%-მა აღიარა, რომ მათთვის ყველაზე "გემრიელი" მოგზაურობა იტალიაშია.

"პიცა და სპაგეტი ერთადერთი კერძები არ არის, რომლებიც დამსახურებულად უყვართ ჩვენს თანამემამულეებს. დამსვენებელთა იტალიურ მენიუში ასევე შედის ლაზანია, პურის ჩხირები "გრისინი", რიზოტო, პარმეზანი და რა თქმა უნდა, საყვარელი დესერტები — ტირამისუ და ჯელატო", — აღნიშნულია რელიზში.

მოგზაურთა 16%-ისთვის ყველაზე გემრიელი ქართული სამზარეულოა.

"ასეთი პოპულარობის ახსნა იოლად შეიძლება დემოკრატიული ფასებით, თვითმყოფადობითა და რუსეთში ხინკლის, ხაჭაპურის, საცივისა და შაქარლამის ხელმისაწვდომობით", — წერს Skyscanner.

მეგრული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
ბრიტანელი პარლამენტარები ქართული კერძებით იკვებებიან

ფავორიტებს შორის შემდეგ მოდის ეგზოტიკური ტაილანდური სამზარეულო.

ბერძნული სამზარეულო ლიდერთა სამეულს ოდნავ ჩამორჩება. ის გამოკითხულთა 10%-მა აირჩია. ჩინურმა, იაპონურმა და ფრანგულმა საკვებმა დაახლოებით ხუთ-ხუთი პროცენტი მოაგროვა. გასტრონომიული ათეულის ბოლოს ადგილები ესპანურმა (4%), მექსიკურმა (3%) და არაბულმა (2%) სამზარეულოებმა გადაინაწილეს.

გამოკითხვაში მოგზაურებმა ასევე აღნიშნეს უნგრული და ისრაელის სამზარეულოები, ხოლო ზოგიერთის აზრით, რუსულ საკვებს არაფერი სჯობს.

Skyscanner ტურისტულ სფეროში 10 წელია მუშაობს. ის საშუალებას იძლევა, შეადაროთ მილიონობით ავიარეისი, ავტომობილების იჯარისა და სასტუმროების ფასები. ყოველთვიურად ვებ-გვერდს დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0