Skyscanner-ი ღვინის ტურიზმის მოყვარულთ საქართველოს ურჩევს

© photo: Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იდეალურ ადგილად მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა აქცევს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველო პირველ სამეულში მოხვდა მოგზაურთა მსოფლიოში წამყვანი საძიებო პორტალის Skyscanner-ის რეიტინგში „საუკეთესო იდეები ამ შემოდგომაზე ღვინის მოგზაურობებისთვის“. 

„მშვენიერ ღვინოს ყველგან აყენებენ — „სკაისკანერმა“ არცთუ მარტივად ათი საყვარელი ქვეყანა შეარჩია, სადაც შემოდგომაზე შესაძლებელი იქნება არა მარტო ღირსშესანიშნაობების, არამედ უძველესი მარნების დათვალიერება, ყურძნის დაკრეფაში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ფესტივალებზე გართობა და საკუთარი ღვინის დაწურვაც კი“, — წერს პორტალი. 

გერგეთის ტაძარი - Sputnik საქართველო
სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ადგილების რეიტინგში მოხვდა

რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთია, რომლის მეღვინეობის ტრადიციას, როგორც Skyscanner-ი წერს, წარდგენა არ სჭირდება.

მეორე ადგილზეა იტალია, თავისი ცნობილი მეღვინეობის რეგიონებით — ლომბარდიით, ტრენტოთი, ფრიულით, პიემონტითა და ტოსკანათი. იტალიაში მეღვინეობის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის, წერს ვებ-გვერდი.

საქართველო ჩამონათვალში საპატიო მესამე ადგილს იკავებს.

„ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა, როგორც ეროვნული ხასიათის ნიშანი, საქართველოს ღვინის ტურიზმისათვის იდეალურ ქვეყნად აქცევს. კახეთში — ქართული მეღვინეობის გულში — უკვე შეიძლება შეხვდეთ საგზაო ნიშნებს წარწერით Wine Route, რაც ხელს არ შეგიშლით, თავადაც დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი“, — ურჩევს Skyscanner-ი მოგზაურებს. 

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

პრიორიტეტულ მიმართულებებად, სადაც ღვინის მოყვარულებს წასვლა შეუძლიათ, დასახელებულია წინანდალი, ნაფარეული, გურჯაანი, ალავერდი, თელავი, ალაზნის ველი.

„არ გამოტოვოთ მყუდრო და ლამაზი სიღნაღი ზღაპრული პეიზაჟებითა და ალაზნის ველის საუცხოო ხედებით. აქაურმა სილამაზემ და ღვინომ ერთხელ იმდენად მოხიბლა ამერიკელი მხატვარი ჯონ ვუდერმანი, რომ მან სიღნაღში საკუთარი ღვინის კომპანია „ხოხბის ცრემლები“ გახსნა. მის სარდაფში არის მარანი, პირველ სართულზე სადეგუსტაციო რესტორანი, ხოლო მეორე სართულზე — მფლობელის ნახატების გალერეა“, — ნათქვამია Skyscanner-ის მასალაში.

როგორც რეიტინგის შემქმნელები აღნიშნავენ, ოქტომბრის დასაწყისამდე კახეთში შესაძლებელია რთველში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს შემდეგ რეიტინგში მოდიან პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, მოლდოვა, კვიპროსი, ესპანეთი და რუსეთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0