სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ადგილების რეიტინგში მოხვდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგერგეთის ტაძარი
გერგეთის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტეფანწმინდა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პოპულარულმა ამერიკულმა სამოგზაურო პორტალმა Thrillist-მა სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ქალაქების სიაში შეიყვანა.

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

სტეფანწმინდა სიაში 20-დან მე-12 ადგილზეა. პირველ სამეულში შედიან ტაილანდური კუნძული ფხიფხი, ჩეხური ქალაქი ჩესკი-კრუმლოვი და მაროკოს ქალაქი შეფშაუენი.

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან არის შერწყმული. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი, რომელზეც XIV საუკუნეში აშენებული გერგეტის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია", — ნათქვამია ვებ-გვერდზე.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო — ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ყურძნის 500-ზე მეტი სახეობა იზრდება.

მასალის ავტორი ბრიუს ნორსამია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0