რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

© Sputnik / Alexander Imedashviliნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე
ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველომ“ პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ერთი წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი გაგაცნოთ — დაწყებული ჩრდილოეთ ამერიკიდან, დამთავრებული სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიით.

პროექტის გმირები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიისანი არიან, სხვადასხვა კულტურასა და რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნებიან, მაგრამ აქვთ საერთოც: ყველა მათგანს უყვარს საქართველო.

„Sputnik–საქართველომ“ უცხოელების მიერ გამოთქმული შეფასებების მიხედვით ერთგვარი ტოპ–ათეული შეადგინა, საიდანაც გაიგებთ, რას ახსენებენ ყველაზე ხშირად დადებით კონტექსტში უცხოელები.

1. სტუმართმოყვარეობა

პრაქტიკულად ყველა უცხოელი — ტურისტი თუ აქ მცხოვრები, ხაზს უსვამს ქართველთა სტუმართმოყვარეობასა და კეთილ ბუნებას.

„მომწონს და მხიბლავს ქართველების გულღიაობა, სტუმართმოყვარეობა და სითბო. საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა და, ასე მგონია, მეც ქართველი ვარ, ოღონდ ბრიტანელის სხეულში ჩასახლებული“, — ჯოზეფ სმიტი, დიდი ბრიტანეთი.

© Sputnik / Levan Avlabreliჯოზეფ ალექსანდრ სმიტი
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი - Sputnik საქართველო
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი

2. შემოქმედებითი ატმოსფერო

ბევრი უცხოელი განსაკუთრებით მოუხიბლავს საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში არსებულ შემოქმედებით ატმოსფეროს.

„საქართველოში ჩამოსვლამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ამ ქვეყანამ მასწავლა სიყვარული, ჩემი თავისა და გარე სამყაროს შეგრძნება. ცხოვრების აზრი ვიპოვე და ყოველ დღეს ახლა თავისი წონა აქვს. ცხოვრება ტყუილად არ გადის. შემოქმედებითი ცხოვრება სწორედ ამ ქვეყანაში დავიწყე“, — მარია შჩეგოლიხინა, ყაზახეთი.

© მარია შჩეგოლიხინას არქივიმარია შჩეგოლიხინა
მარია შჩეგოლიხინა - Sputnik საქართველო
მარია შჩეგოლიხინა

3. ბუნების მრავალფეროვნება

საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მას ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია.

„საქართველო პატარა მსოფლიოა. ზღვა გინდა? აგერ, ბატონო. მთა გინდა და, აქ ამის მეტი რა არის? თანაც, ყურისძირში. თუ უდაბნოში მოისურვებთ გასეირნებას, ორი საათი და უკვე იქ ხარ… მოკლედ, საქართველოში ყველაფერია… ქართული პეიზაჟების მსგავსი სხვაგან არსად მინახავს. და რამდენი ტაძარი გაქვთ, რამდენი ციხე-სიმაგრე?! საქართველო — ეს ბუნების საოცრებაა“, — ჟან-ფრანსუა ჟიუნო, კანადა.

© Sputnik / Levan Avlabreliჟან-ფრანსუა ჟიუნო - კანადელი სოციოლინგვისტი
ჟან-ფრანსუა ჟიუნო - კანადელი სოციოლინგვისტი - Sputnik საქართველო
ჟან-ფრანსუა ჟიუნო - კანადელი სოციოლინგვისტი


4. ქართული ენა

ქართული ენა ერთ–ერთი უიშვიათესი ენაა, რომელსაც საკუთარი ორიგინალური გრაფიკა გააჩნია.

„თქვენმა დამწერლობამ უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა გადაბმით წერის მანერამ, როცა ასოები ერთმანეთს თითქმის უწყვეტად ებმის და ერთ მთლიან, ზღაპრულ ორნამენტს ქმნის. გულახდილად გეტყვით: ხშირად უბრალოდ ვიჯექი, თქვენი ანბანის მოხაზულობით ვტკბებოდი და ვფიქრობდი: ნეტავ რა ხალხმა შექმნა ასეთი არაჩვეულებრივი დამწერლობა, ვინ არიან ეს ქართველები-მეთქი?“ — კრისტოფერ მანინგი, ნიუ-იორკი.

© Sputnik / Levan Avlabreliკრისტოფერი მანინგის ქართული ავტოგრაფი Sputnik-ს
კრისტოფერი მანინგის ქართული ავტოგრაფი Sputnik-ს - Sputnik საქართველო
კრისტოფერი მანინგის ქართული ავტოგრაფი Sputnik-ს

5. ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო ცნობილია მრავალფეროვნებით.

„ქართული სუფრა ძალიან მდიდარი და არომატულია. კერძებში ბევრი მწვანილია. ასეთი რაოდენობისა სხვაგან არ შემხვედრია. კი, იტალიური და ესპანური სამზარეულოებიც, როგორც ზოგადად ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო, ძალიან გემრიელია, მაგრამ ქართულ კერძებში ბევრი სუნელ-სანელებელი გამოიყენება, რაც მათ განუმეორებელ გემოს ანიჭებს“, — ტატიანა მონტიკი, ბელარუსი.

© Sputnik/ Denis Aslanovტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული“
ტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული“ - Sputnik საქართველო
ტატიანა მონტიკი: „საქართველომ მართლაც რომ შტურმით დაიპყრო ჩემი გული“

6. უსაფრთხოება

უცხოელები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

„აქ უფრო უსაფრთხოა ცხოვრება, ვიდრე ავსტრალიაში. თბილისში თავისუფლად შეგიძლია იარო ღამით ქუჩაში და არ გეშინოდეს, რომ რაღაც ცუდი შეგემთხვევა, რომ ან გაგძარცვავენ, ან კიდევ სხვა რამ დაგემართება“, — ნატალი უაითი, ავსტრალია.

© Sputnik / Alexander Imedashviliნატალი ვაითი: ავსტრალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ მენტალობით
ნატალი ვაითი: ავსტრალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ მენტალობით - Sputnik საქართველო
ნატალი ვაითი: ავსტრალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ მენტალობით

7. ხილი და ბოსტნეული

საქართველო ნატურალური პროდუქტებით არის ცნობილი. პრაქტიკულად ყველა უცხოელი აღნიშნავს, რომ აქაური ხილი და ბოსტნეული ძალიან გემრიელია.

„საქართველოში იმდენი და ისეთი გემრიელი ბაღჩეული, ხილ-ბოსტნეული გაქვთ, რომ საერთოდ არ გჭირდებათ უცხოურის გამოყენება“, — გრანტ ფრიმანი, აშშ.

© FB/Grant Freemanგრანტ ფრიმანის ქართული მწვადი ამერიკული ბარბექიუს წინააღმდეგ
გრანტ ფრიმანის ქართული მწვადი ამერიკული ბარბექიუს წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო
გრანტ ფრიმანის ქართული მწვადი ამერიკული ბარბექიუს წინააღმდეგ

8. ცხოვრების ნელი ტემპი

მრავალმილიონიან ქალაქებთან შედარებით თბილისში და, ზოგადად, საქართველოში ცხოვრების საკმაოდ ნელი ტემპია.

„თბილისური ცხოვრების რიტმი შემოქმედებით ადამიანებს ძალიან უხდება. ქალაქის აუჩქარებლობამ და სიმშვიდემ ძალიან გამაკვირვა. კიევში იმისგან ვიტანჯებოდი, რომ სამსახურში 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი, აქ კი 11 საათზეც შეიძლება მიხვიდე და ყველაფერი ნორმალურად იქნება“, — სოფია კიევსკა, უკრაინა.

© FB / Adrian Scoffhamსოფია კიევსკა
სოფია კიევსკა - Sputnik საქართველო
სოფია კიევსკა

9. ქართული ღვინო

საქართველო ცნობილია თავისი ღვინოებით, როგორც ქარხნულით, ასევე შინაურით.

„დიახ, მიყვარს ფრანგული, იტალიური, გერმანული ღვინოები, მაგრამ ქართული — სრულიად განსაკუთრებულია. აქაურ ღვინოებს სხვებს რომ ვადარებ, ვხვდები, რომ ქართული ღვინო ისევ ინარჩუნებს თავის პირველქმნილ, ბუნებრივ მრავალფეროვნებას… ის ნამდვილი, ველური ღვინოა“, — ტობიას დიურებორგი, დანია.

© LEVAN AVLABRELI ტობიას დიურებორგი
ტობიას დიურებორგი - Sputnik საქართველო
ტობიას დიურებორგი

10. სუფრა

სუფრაზე მიღებულია სადღეგრძელოების თქმა, მხოლოდ კარგი ამბების მოყოლა და კომპლიმენტების თქმა.

„ქართულ სუფრასთან საოცარი მეტამორფოზები ხდება… ქართული სუფრის კომპლემენტარობა — ეს საერთოდ ცალკე შესასწავლი საგანია: ყველა უახლოესი მეგობარი, ლამის ნათესავი ხდება; აგერ, გუშინ გაცნობილი დაგარწმუნებს, რომ გენიოსი ხარ და შენი ფასი არ დადის დედამიწაზე“, — რეგინა კოლედა-იაკობიძისა, ლატვია.

ყველა სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ

© Levan Avlabreliრეგინა კოლედა–იაკობიძისა
რეგინა კოლედა–იაკობიძისა - Sputnik საქართველო
რეგინა კოლედა–იაკობიძისა

 

ყველა ახალი ამბავი
0