ბრიტანელი პარლამენტარები ქართული კერძებით იკვებებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეგრული ხაჭაპური
მეგრული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სამზარეულოს კვირეულის შემდეგ, ბრიტანეთის პარლამენტში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქართული კერძები რესტორნის მუდმივ მენიუში შეეტანათ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მუდმივ მენიუში რამდენიმე ქართული კერძი შევიდა, ნათქვამია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე.

ქართული ნაციონალური სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში, ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატებს საშუალება მიეცათ ისეთი ქართული კერძები დაეგემოვნებინათ, როგორიცაა საცივი, ჩიხირთმა, ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური.

შემდეგ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქართული კერძები რესტორნის მენიუში დაეტოვებინათ.

ქართული სამზარეულოს კვირეული გაერთიანებულ სამეფოში 11-15 სექტემბრის პერიოდში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0