ვიზრდებით და ვფართოვდებით: საქართველოს წლის დასაწყისიდან 6 მლნ-მდე ვიზიტორი ეწვია

© Sputnik / Levan Avlabreliშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 5, 8 მილიონი ადამიანი ეწვია, აქედან, 3 მილიონი ტურისტი იყო

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს 5,8 მლნ ადამიანი ეწვია, რაც 19,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო აყვავებას წელიწადში 15 მლნ ვიზიტორის შემთხვევაში დაიწყებს

მათგან 3 მილიონი ტურისტი იყო, რაც 28%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს მარტო სექტემბერში 763 ათასი ადამიანი ესტუმრა, რაც 20,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათგან 380 ათასზე მეტი ტურისტი იყო, რაც 24,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, საქართველოს სექტემბერში 157 ათას 318 რუსი ესტუმრა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის პერიოდთან შედარებით. ასე რომ, ვიზიტორების რაოდენობით რუსეთი პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია — 1251 ათასი ვიზიტორი, რაც 15,6%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ლიდერთა სამეულშია სომხეთიც — 146 ათასი მოქალაქე, რაც 11,8%-ით მეტია გასული წლის პერიოდთან შედარებით.

ტურისტები ბოდბის მონასტერში - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობით რუსეთი ლიდერობს

ქვეყანაში ტურისტული ნაკადის მატების პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი. საქართველოს მთავრობის განცხადებით, რვა თვის მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტში 2 მლნ აშშ დოლარი შევიდა, რაც 29,1%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

2016 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წელს ქვეყანა დაახლოებით 7 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს და თუ ქვეყანა ამავე ტემპით გააგრძელებს განვითარებას, რამდენიმე წლის შემდეგ ვიზიტორების რიცხვი 10 მილიონს მიაღწევს.

კვირიკაშვილის აზრით, წელიწადში 15 მილიონი ვიზიტორი — ეს ის მაჩვენებელია, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0