პრემიერი: საქართველო აყვავებას წელიწადში 15 მლნ ვიზიტორის შემთხვევაში დაიწყებს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს წლებში ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის 10 მილიონამდე გაზრდას ელოდება, ხოლო შემდეგ კი 15 მილიონამდე ტურისტის იმედი აქვს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში  უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს. 

საქართველოს გააჩნია პოტენციალი წელიწადში 15 მილიონამდე ვიზიტორი მიიღოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში  3 მილიონამდე უცხოელმა მოინახულა, რომელთაგან 1,3 მილიონი ტურისტი იყო. ვიზიტორებს შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ. 

თბილისის ხედი მთაწმინდიდან - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოელები საშუალოდ 385 აშშ დოლარს ხარჯავენ

 „ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას“, — განაცხადა  კვირიკაშვილმა.

პრემიერმა  კოჯორში სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ — მიკროგრანტების პროგრამა, „აწარმოე საქართველოში", აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კურორტი „ბიოლი“- ეს არის კომპლექსი კოჯორში, რომელშიც შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიო და მავნე ჩვევებისა და სტრესისგან გათავისუფლდე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0