უალტერნატივო არჩევანი... ანუ სად „წავიდა“ ოპოზიცია...

© Sputnik / Levan Avlabreliბანერები თბილისის ქუჩებში
ბანერები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ გაუწევს მმართველ გუნდს კონკურენციას... პოლიტიკური კლასი აშკარად ჩამორჩა დროს და ვერ პოულობს საზოგადოებასთან ურთიერთობის ენას...

შემოდგომა თანდათან შედის „ფორმაში“… ცელსიუსით ტემპერატურა კლებულობს, თუმცა წინ მაინც ცხელი დღეები გველოდება!…  წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენამდე თვეზე ნაკლები რჩება და საკითხავია პოლიტიკური სპექტრიდან ვინ როგორ ფორმაში შეხვდება საარჩევნო ბატალიებს. სამზადისი დიდი ხნის დაწყებულია და ახლა გადამწყვეტი ეტაპია. ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოახლოვებულ არჩევნებში მმართველ გუნდს სერიოზულ კონკურენციას ვერავინ გაუწევს, რაც ზოგადად პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა…

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
მიმოფანტული „მარგალიტები“ და მუდმივი რეფორმის კვალი...

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია დღეს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევით უფრო არის დაკავებული, ვიდრე „ქართული ოცნებისათვის“ კონკურენციის გაწევით. ამიტომ, დღეს ის უფრო მეტად ფრაგმენტირებული და სუსტია, ვიდრე გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას იყო. მას უკეთესი შედეგების მოლოდინი ჰქონდა, ამიტომ მიღებულმა რეალობამ ოპოზიციის რიგებში სრული ქაოსი და არეულობა გამოიწვია… შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ გაეანალიზებინათ რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფიული მარცხი, ოპოზიციაში დაიწყო ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილებების მიღება, რამაც უკვე ისედაც სუსტი ოპოზიციური ფლანგი კიდევ უფრო დაასუსტა და, ნაცვლად კონსოლიდაციისა, მის შემდგომ ფრაგმენტაციას შეუწყო ხელი. განვლილი პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ოპოზიცია მეტნაკლებად ჩამოყალიბებულიყო და გარკვეული ფორმა და შინაარსი შეეძინა… სახელისუფლებო გუნდი კი დარწმუნებულია გამარჯვებაში. ძალზე აქტიური სარჩევნო კამპანიით ცდილობს ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს და არც მომავალში დაუშვას მისი კონსოლიდაცია. „ქართულ ოცნებას“ რეალური და სტრუქტურირებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის სახით, არ ჰყავს. არ გამოვრიცხავ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ცალკეულმა პიროვნებებმა შეუქმნან გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს იქნება ამ პერსონების და არა პოლიტიკური ორგანიზაციების დამსახურება…

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
როცა „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“… ანუ ქალაქის თავის ძიებაში...

თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიას. თქვენი არ ვიცი და მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს ავიწყდებათ მთავარი… 21 ოქტომბერს მუნიციპალური არჩევნები ტარდება!.. მათი რიტორიკა, ფრაზეოლოგია ამ არჩევნების კონტექსტიდან უბრალოდ ამოვარდნილია. ამიტომაც სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი აშკარად ჩამორჩა დროს და ვერ პოულობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამეტყველო ენას…

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიცია ახლა, ჯერ ძიებისა და ჩამოყალიბების პროცესშია. ეს დროის ხანგრძლივ პერიოდსა და რამდენიმე ასპექტს მოიცავს. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმის განსაზღვრა, რომლის დიაპაზონი ვრცელდება თანამშრომლობიდან რადიკალურ დაპირისპირებამდე. მეორე გახლავთ — ერთმანეთს შორის ურთიერთობის გარკვევა, თანამშრომლობის სტრატეგიის ჩამოყალიბება, მესამე — პოლიტიკურ სცენაზე მნიშვნელოვანი პოზიციის მოპოვება და დამკვიდრება, მეოთხე — ახალი ან სხვათაგან განსხვავებული პოლიტიკური იმიჯის შექმნა და მეხუთე — ოპოზიციური ელექტორატიდან ერთგული და მყარი ამომრჩევლის გამოცალკევება და მობილიზება. ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მიიზიდოს ამომრჩეველი და არად დაგიდევს იმას, არჩეული თემა რამდენად შეესაბამება თვითმმართველობის კომპეტენციას ეს პრობლემები მეტ-ნაკლები სიმწვავით დგას უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის წინაშე…  

კიდევ ერთი საკითხი — თვითმმართველობების გაძლიერებაზე ყველა კი ლაპარაკობს, მაგრამ პოლიტიკოსთაგან თითქმის არავინ ან ძალზედ იშვიათად თუ ვინმე საუბრობს ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზის აუცილებლობაზე…  

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
საარჩევნო მარათონი ციფრებში, ანუ ვინ როგორ ითვლის

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: ძლიერი თვთმმართველობა რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა. ამიტომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე, თვითმმართველობის რეფორმირებაზე, ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზე, კომპეტენციებისა და ქონების გამიჯვნაზე საუბარი კარგ ტონად და ლიბერალური ღირებულებების ერთგულებად ითვლება. მაგრამ, როგორც კი საქმე რეალურ რეფორმირებამდე მივა, უამრავი „არგუმენტი“ ჩნდება, რათა პროცესი ან არ დაიწყოს, ან, თუ დაიწყება, ბოლომდე არ მივიდეს. თვითმმართველობის ორგანოებში რეფორმის გაუტარებლობის რეალური მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ვერ ელევა მართვის ცენტრალიზებულ ვერტიკალს შესაბამისად, ვღებულობთ არა რეფორმას, არამედ რეფორმის სუროგატს. თუმცა, ხელისუფლება, ახალიც და ძველიც, ცდილობს ეს სუროგატი ჭეშმარიტ რეფორმად მოგვასაღოს. გახსოვთ ალბათ, წინა ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას ხელისუფლების დეცენტრალიზაცია უწოდა. თვთმმართველობის სისტემის სრული და რეალური რეფორმირება აუცილებელია მაგრამ, ჩემი აზრით, ის უნდა განხორციელდეს ხელისუფლების რეფორმირების ერთიან კოტექსტში და არა დამოუკიდებლად, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ცდილობდა. ასეწვე, გასათვალისწინებელია კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებები და, რაც მთავარია, თვთმმართველობის ორგანოები არ უნდა განიხილებოდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროდ…

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ის, რაც იყო, არ ითვლება, ანუ მოდი, თავიდან დავიწყოთ?!

სტატიის დასასრულს ორიოდე სიტყვას თავადაც მოგახსენებთ. ხელისუფლება უკონკურენტოა, განსაკუთრებით, დედაქალაქის მიღმა. მიზეზი ის გახლავთ, რომ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა, ხოლო თვითგანახლების ძალა ვერ მონახა. თავის მხრივ, საზოგადოებაც დაიღალა მეოთხედი საუკუნის მანძილზე, დიდწილად, ერთი და იგივე პოლიტიკური სპექტრის ერთი და იგივე დაპირებებით, ხელწერით და ტაქტიკით. მთავარი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოება, მისი მოთხოვნები გაიზარდა, პოლიტიკური ელიტა კი მას ვერ დაეწია და საკუთარ წარმოდგენებში და წვენში ჩაიხარშა…. არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის პოლიტიკა საკუთარი ბიზნეს-გარიგებების რეალიზაციის ასპარეზია და არა სივრცე, სადაც შეგიძლია სახელმწიფოს შენების ყველაზე საუკეთესო და ამბიციურ იდეებს შეასხა ხორცი. საზოგადოება ამას ძალიან კარგად გრძნობს და ამიტომაც იმედგაცრუებულია და აღარ სურს სხვისი ბიზნეს-გარიგებების ხელშესაწყობად საარჩევნო ყუთებთან ან ქუჩის აქციებზე ირბინოს. ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად ქვეყანას თვისობრივად ახალი და ამბიციური პოლიტიკური ძალები ესაჭიროება… ამჯერად ვერ ესწრება, უნდა დაველოდოთ!…


ყველა ახალი ამბავი
0