მიმოფანტული „მარგალიტები“ და მუდმივი რეფორმის კვალი...

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი
საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა ასორმოცდაცხრამეტი ხმით რვის წინააღმდეგ, ათმა თავი შეიკავა, კონსტიტუცია მიიღო!... შევთანხმდით როგორი სახელმწიფო გვინდ და ამით დასრულდა! „ნეტარ არიან მორწმუნენი“, ეს „დიდი გზის“ მხოლოდ დასაწყისი იყო...

დიდი დღეა, ძალიან დიდი!… აი ასე, ერთი ცნობილი ტელესერიალის ერთი ცნობილი პერსონაჟის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა კალენდარს დავხედე…  რა სიმბოლურია, მოვლენები მაშინაც შუა ქალაქში განვითარდა… უფროსი თაობიდ მკითხველს უსათუოდ უნდა ახსოვდეს… თუ არადა მე შევახსენებ… ამ ისტორიულ თარიღს ლამის მეოთხედი საუკუნე გვაშორებს…

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან ხელებდაკაპიწებულებმა ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყეთ. იმთავითვე, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქვეყნის ძირითადი კანონის შემუშავება… კონსტიტუციაზე მუშაობა იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. როგორც გვჩვევია, ბევრი ვიკამათეთ, ვიდავეთ, ვიჩხუბეთ კიდეც… სანამ ახალი დაიწერებოდა, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია აღვადგინეთ, თუმცა მალევე მივხვდით, რომ წინაპართა ეს ნაშრომი დროსთან შეუსაბამო იყო და მივიღეთ კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც ისტორიას „მცირე კონსტიტუციის“ სახელით შემორჩა… შემდეგ „მცირეს“ არ დავჯერდით და უკვე „დიდზე“ გავიქაჩეთ… ამბიცია იყო საფუძვლიანი და დროული… არსებობდა შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი, მრავლად იყვნენ მწერლობის მსურველნი და თანაც  XXI საუკუნის მიჯნაზე, დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ეკადრებოდა „თანამედროვე კონსტიტუციის“ გარეშე ცხოვრება. პარლამენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. არასრული ორი წლის თავზე „გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“… ასთვრამეტი გონის ნააზრევი ქაღალდს დაეპწკარა და სახელმწიფოს ძირითადი კანონის პროექტი განსახილველად „სალაყბოს“ გადაეცა… უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყო სჯა-ბაასი, ცხარე კამათი, კარგად მახსოვს, რომ შეხლა-შემოხლაც მრავლად იყო, თუმცა ყველაფერი „ჰეფიენდით“ დასრულდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა არ მოეწონათ ევროპელ ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში

1995 წლის 24 აგვისტოს, ხალხის რჩეულები რუსთაველის გამზირზე, ე.წ „იმელის“ შენობაში შეიკრიბნენ. 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა ასორმოცდაცხრამეტი ხმით რვის წინააღმდეგ, ათმა თავი შეიკავა, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო!… უმალ ითქვა, რომ შევთანხმდით როგორი სახელმწიფო გვინდა, დავადგინეთ ცხოვრების წესი და ამით დასრულდა! „ნეტარ არიან მორწმუნენი“, ეს „დიდი გზის“ მხოლოდ დასაწყისი იყო.

არ ვიცი ჩვენში, ვის როგორ ესმის ცნობილი სენტენცია, რომ არაფერია უფრო მარადიული ვიდრე ცვალებადობა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს კონსტიტუცია მუდმივი რეფორმისთვის იშვა. ყოველი მომდევნო მოწვევის პარლამენტში მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ სახელმნწიფოს ძირითად კანონს მეტ-ნაკლები „წარმატებით“ დააჩნია კვალი.  სახელისუფლებო გუნდი წლების მანძილზე ქვეყნის სტაბილური განვითარების, არსებული და შესაძლო გამოწვევების დაძლევის, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების, ხალხის საკეთილდღეოდ, ერთი სიტყვით მხოლოდ კეთილი მიზნით ხვეწდა კანონთა კანონს… გაწეული „ამაგისა“ და კონსტიტუციაში შეტანილი მრავალი შესწორებისა თუ დამატების ანალიზსა და შეფასებას ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს, მე მხოლოდ მიმოფანტული „მარგალიტებიდან“ რამდენიმეს შევკრებ…

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი განცდებზე, კონსტიტუციაზე და მომავლის გეგმებზე

ძირეული საკონსტიტუციო რეფორმა ე.წ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა. ეს ის დროა, როცა „ბნელი და უკუნი“ დასრულდა და დაიწყო „ნათელი“… მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა, რომ მრავალი მიმართულებით რადიკალური რეფორმების გატარებას „ძლიერი ხელი“ ჭირდებოდა. ხალხის რჩეულებმა 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონით ქვეყნის ძირითად კანონში ოცდაათამდე ცვლილება  დამკვრელური ტემპით შეიტანეს!…

რეფორმა შეეხო კონსტიტუციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სისტემას ადგენდა… შედეგად, მანამდე არსებული  საპრეზიდენტო მმართველობის

ფორმა სუპერსაპრეზიდენტო მმართველობამ ჩაანაცვლა და სახელმწიფო ძალაუფლების დიდი ნაწილი ქვეყნის პირველი პირის ხელში აღმოჩნდა.

მაშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არავის გახსენებია პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგის, სახალხო განხილვების, საჯაროობისა და რაც მთავარია კონსენსუსის აუცილებლობა,

რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში საკონსტიტუციო რეფორმას თან ახლავს!…  რატომ?— მიზანი იყო დიდი!…

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს

შემდეგი მოცულობითი და მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური ცვლილებებიც ახალი „ქართული“ სახელმწიფოს მშენებლების შემოქმედებაა!.. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საპრეზიდენტო უფლებამოსილებების პარლამენტსა და მთავრობაზე გადანაწილების მიზნით, საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებისკენ, პოლიტიკური პარტიების მცირე ნაწილი პოზიტიურად გამოეხმაურა და მმართველ გუნდს ბოლომდე გაყვა „თამაშში“. ოპონენტების უმრავლესობა პროცესს გაერიდა. ითქვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა საეჭვოდ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის  საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოახლოებას… სახელმწიფოს მეთაური კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობდა!… მიუხედავად ამისა „ფასადური დემოკრატია“ ამჯერად არ დაირღვა, იყო დებატები და „საჩვენებელი“ სახალხო განხილვები… 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით საქართველომ სუპერსაპრეზიდენტო მმართველობიდან გეზი საპარლამენტო რესპუბლიკისკენ აიღო. რატომ?! — მიზანი იყო დიდი, თუმცა მმართველობის ახალ სისტემაში, რომ სავარძელს მოირგებდა „დემოკრატიის შუქურა“ ამოუცნობი დარჩა…

2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის სასახელოდ უნდა ითქვას, კონსტიტუციის „ფუნდამენტური გადახედვის“ მცდელობა იყო, თუმცა უშედეგოდ!… რატომ, როცა მიზანი ახლაც დიდი იყო?! პასუხი მარტივია, საპარლამენტო უმრავლესობას საკონბსტიტუციო რეფორმისთვის აუცილებელი ხმები არ ეყო. პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება არ შედგა…

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ბორჯომის ტყეში ხანძრის გამო კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება არ გაიმართება

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა წინამორბედის გამოცდილება არ გაიზიარა და კონსტიტუციის დასახვეწად გაისარჯა. რეფორმას სათავეში პარლამენტის სპიკერი ჩაუდგა. საკონსტიტუციო კომისიაში თანათავმჯდომარეობაზე უარის მიღებით განაწყენებულმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმისგან ჯერ გამიჯვნა ამჯობინა, ხოლო პროცესის დასკვნით ეტაპზე დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო… მალე გაირკვა, რომ ქვეყნის ძირითად კანონზე „ოცნების“ გუნდის ხედვები სრულიად ოპოზიციისთვის მიუღებელია. დაპირისპირების მთავარი თემა არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები. ფაქტია და უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის ირგვლივ პარტიებს მხოლოდ საარჩევნო სისტემა აღელვებთ, ეს კი კარგად აჩვენებს ჩვენი პოლიტელიტიკური ელიტის სახეს. მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ოპოზიციისა და ე.წ მესამე სექტორის ცხარე პოლემიკა ხელისუფლების ოპონენტთა ბოიკოტით დასრულდა. საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით ერთპიროვნულად მიიღო… იყო დასასრულის მოლოდინი, მიზნის მიღწევას წინ ხომ არაფერი ედგა, თუმცა სწორედ ამ დროს ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაც შედგა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო თავყრილობა უშედეგოდ დასრულდა… ურთიერთობა ახლა ეპისტოლარულ ჟანრში გრძელდება. იმედია, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა რამდენად ერთიანია სურვილებსა და მოთხოვნებში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რას დათმობს და რას არა მმართველი გუნდი. სავარაუდოდ მალევე გამოიკვეთება შედგება თუ არა ასე ნანატრი კონსენსუსი… მანამდე კი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი გრძელდება!

რატომ?! პასუხი მარტივია, მეოთხედი საუკუნეა თავს ვიტყუებთ, რომ შევთანხმდით როგორი სახელმწიფო გვინდა!…

 

ყველა ახალი ამბავი
0