თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokბოსფორის სრუტე
ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალბატონს ქუჩაში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქალაქ დერმეში 51 წლის ქალბატონი ანა საფარიანი მოკლეს, მას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქალბატონს ქუჩაში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.

საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ 44 წლის ადგილობრივი მცხოვრები მესუთ ოზკანი დააკავა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულის მტკიცებით, იგი მოკლულს იცნობდა, დანაშაულის მოტივი კი თანხას უკავშირდებოდა. მან საფარიანს 400 ლირა ასესხა, რომელიც ქალმა არ დაუბრუნა, იტყობინება ადგილობრივი მასმედია.

ჯერჯერობით უცნობია როდის ჩამოასვენებენ მოკლულის ცხედარს საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0