შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე ბრალდებულია შვეიცარიაში ბავშვობის მეგობრის მკვლელობაში, რომელთან ერთად ის ამ ქვეყანაში ორი თვე ცხოვრობდა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. შვეიცარიაში მოკლეს 35 წლის გურჯაანის რაიონის მკვიდრი ვაჟა კაციაშვილი. მას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისის ცენტრში: ბრალდებული დაკავებულია

მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ის აღმოჩნდა მოკლულის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი სოსო გურგენიშვილი. ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ.

მოკლულის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კაციაშვილი შვეიცარიაში გურგენიშვილთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა. სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ბავშვობის მეგობრებს შორის ძველი კონფლიქტი გამხდარიყო.

მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს საელჩო შვეიცარიაში. როდის ჩამოსვენებენ მოკლულის ცხედარს საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია. მოკლულის ოჯახმა შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0