ოქროს თვალი: თბილისში საუკეთესო ტელე და კინოოპერატორებს გამოავლენენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიძველი კინოფირი
ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კონკურსში გათვალისწინებულია ნომინაციები საუკეთესო კინოოპერატორის, საუკეთესო ტელეოპერატორისა და საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრისთვის.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. კინო და ტელეოპერატორების VII საერთაშორისო ფესტივალი Golden Eye (ოქროს თვალი) თბილისში 2017 წლის 1-2 ოქტომბერს ჩატარდება — წელს ფორუმი Tbilisi Event Hall-ში გაიმართება.

კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კონკურსში გრან-პრის გარდა, გათვალისწინებულია ნომინაციები საუკეთესო კინოოპერატორის, საუკეთესო ტელეოპერატორისა, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრისთვის და საუკეთესო სარისკო კადრისათვის.

მუსიკალური ფესტივალი Barumi Music Fest - Sputnik საქართველო
Batumi Music Fest-ი: კლასიკური მუსიკის ემოციური ენერგია

„წელს ფესტივალზე ნამუშევრების მიღება დასრულებულია. ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღეთ. კონტენტი საკმაოდ მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანია, რისთვისაც დიდი მადლობა ფესტივალის თითოეულ მონაწილეს. ფინალში მოხვედრილი ფილმებისა და ოპერატორების სია 21 სექტემბერს გამოქვეყნდება“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან — ჯორჯ ლეკლერი, პრემია „ემის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ის ახალი კონცეფციის ფესტივალის The Cooking Médias Show-ს მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსია; ბეტინა ბრინკმანი, ბიზნესისა და ღონისძიებების განვითარების მენეჯერი, ამჟამად მუშაობს სხვადასხვა მედია-კომპანიასა და ორგანიზაციაში პროდიუსერისა და კონსულტანტის პოზიციაზე; ელენა სიბირიაკოვა, ჯგუფ Rost-ის პარტნიორი, მასობრივი კომუნიკაციების ექსპერტი, უკრაინული კლუბ ASPEN-ის წევრი და CIPR-ის საპატიო წარმომადგენელი.

ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტში დაგეგმილია სხვადასხვა სემინარები, რომლებიც 1 ოქტომბერს 11:00 საათზე დაიწყება. Golden Eye 2017-ის სპიკერები — დავით ბარბაქაძე („თანამედროვე ტელევიზიის გამოწვევები“), სანდრო ვახტანგოვი („ვიდეოარტი“), ჯორჯ ლეკლერი, ბეტინა ბრინკმანი, ელენა სიბირიაკოვა. 

BIAFF - Sputnik საქართველო
ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი გაიმართება

გარდა ამისა, ძირითადი კონკურსის პარალელურად, ფესტივალზე დაგეგმილია მაუწყებლობის ტექნიკისა და სატელევიზიო პროდუქციის ორი საერთაშორისო გამოფენა.

მაუწყებლობის ტექნიკის საერთაშორისო ექსპოზიციაზე მონაწილეობას მიიღებენ  სამაუწყებლო აღჭურვილობის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ფორუმის მონაწილეებს კინოსფეროს აქტუალური ტენდენციების თემაზე პროფესიულ სემინარებს შესთავაზებენ. მეორე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კომპანია „ანიკ-ტვ“-ს პროფესიული კოსმეტიკა, თეატრალური, სატელევიზიო და კინოგრიმი. პრეზენტაციების დროს ფესტივალის მონაწილეები პროდუქციასა და ვიზაჟის ხელოვნებას პრაქტიკაზე გაეცნობიან.

ფესტივალ „ოქროს თვალი-2017“-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0