Batumi Music Fest-ი: კლასიკური მუსიკის ემოციური ენერგია

© Sputnik / Seyran Baroyanმუსიკალური ფესტივალი Barumi Music Fest
მუსიკალური ფესტივალი Barumi Music Fest - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში Batumi Music Fest-ი დასრულდა

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest-ი, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს მიმდინარეობდა, დიდი წარმატებით დასრულდა და მაყურებლის ინტერესი გამოიწვია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მისმა დამაარსებელმა, ცნობილმა პიანისტმა და „იუნესკოს არტისტმა" ელისო ბოლქვაძემ.

„დარბაზი მუსიკოსებს დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდა. ყოველ დღე ბევრი ხალხი იყო, ადამიანებმა კონცერტებისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ყველაფერმა მასშტაბურად ჩაიარა, რაც ძალიან სასიხარულოა. წელს ფესტივალის ფორმატი გაფართოვდა და ჩვენ კლასიკის გარდა ფოლკლორი და პოეზიაც გვქონდა. ფესტივალმა აბსოლუტურად დასრულებული სახე მიიღო და საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. იმედი მაქვს, რომ ფესტივალი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს სიამაყის საგანი გახდება", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, ფესტივალის თითოეული კონცერტი დარბაზს „ემოციურ მუხტით" ეხმიანებოდა. „მაყურებელი ფორმალურად არ იჯდა, ის სიამოვნებით იჯდა", — აღნიშნა პიანისტმა.

ფესტივალზე ცნობილი ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის, მიშელ სონის საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის დამაარსებლის მიშელ სონის ექსკლუზიური მასტერ-კლასები ჩატარდა.

„SOS Talents-ის გრან-პრი აიღო პიანისტმა ახალქალაქიდან ანაჰით ტელმაშოვამ. ის 11 წლის არის და ეს სრულიად უნიკალური ნიჭია. ამ გოგონამ დასკვნით საღამოზე დაუკრა", — განაცხადა ბოლქვაძემ.

© Sputnik / Seyran Baroyanმუსიკალური ფესტივალი Batumi Music Fest
Музыкальный фестиваль Batumi Music Fest - Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალი Batumi Music Fest

ბოლქვაძის თქმით, მომავალ წელს Batumi Music Fest-ი განსაკუთრებულ აქცენტს ფესტივალის განმანათლებელ კომპონენტსა და საქართველოს ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერაზე გააკეთებს.

წელს Batumi Music Fest-ი იუნესკოს პატრონაჟით ჩატარდა — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. Batumi Music Fest-მა სხვადასხვა ქვეყნის სახელოვანი მუსიკოსი და ამომავალი ვარსკვლავი შეკრიბა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო" 2017 წელს Batumi Music Fest-ის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

ფესტივალზე წარდგნენ 28 წლის პიანისტი რუსეთიდან ალექსანდრა მასალევა, პიანისტი საფრანგეთიდან ნათანიელ გუნი, ვიოლონჩელისტი ბრიტანეთიდან ალექსანდრ ჩაუშიანი, პიანისტი იტალიიდან პიეტრო დე მარია, ფერენც ლისტის სახელობის კამერული ორკესტრი უნგრეთიდან, ქართველი პიანისტები დავით ალადაშვილი, ანა ყიფიანი, ვოკალური ანსამბლი "ქართული ხმები".

ფესტივალის პროგრამაში იყო ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, შოპენის, ვაგნერის, სენ-სანსის, ლისტის, ბერლიოზის, დვორჟაკის, ლიგეტის, გრიგისა და სხვების ნაწარმოებები.

Batumi Music Fest-ის მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო — სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე.

ყველა ახალი ამბავი
0