ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსზე გამარჯვებული გამოვლინდა

© Alejandro Martinez Velez / Stenincontestალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი). ფოტოსერია "ლტოლვილები ბელგრადში".
ალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი). ფოტოსერია ლტოლვილები ბელგრადში. - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტენინის სახელობის კონკურსის მთავარი ჯილდოს – გრან-პრის მფლობელი ესპანელი ალეხანდრო მარტინეს ველესი გახდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მედიაჯგუფ Россия сегодня-ს მიერ ორგანიზებული ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე 2017 წლის გრან-პრის მფლობელი დასახელდა. გრან-პრის, ასევე ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" პირველი ადგილის მფლობელი გახდა ალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი) ფოტოსერიით "ლტოლვილები ბელგრადში". ახალგაზრდა ესპანელის ფოტოგადაღება ასევე დაჯოლდოვდა საერთაშორისო წითელი ჯვრის სპეციალური პრიზით "ჰუმანიტარული ფოტოგრაფიისათვის".

ესპანელ ჟურნალისტთან ერთად ჯილდოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ფოტოპროფესიონალებს გადაეცა. მათ შორის არიან — ფანდულვაზი ჯაიკლო (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) რეპორტაჟული ფოტოგრაფიით "პროტესტები ქალაქ გრაბში", სერბი ელენა იანკოვიჩი ფოტოთი "სელფის კულტურა", დანილო გარსია დი მეო ფოტოსერიით "რა?", რუსი ვალენტინ ეგორშინი პორტრეტული ფოტოგრაფიით "სახე წარსულიდან" და სხვები.

სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ფანდულვაზი ჯაიკლოს ფოტო რეპორტაჟიდან საპროტესტო აქციები ქალაქ გრაბუში - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის კონკურსის გამარჯვებულთა საუკეთესო ფოტოები

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელოივმა ძმები ლიუმიერების სახელობის ფოტოგრაფიის ცენტრში გამართულ გამარჯვებულების დაჯოლდოებისა და ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა: "დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეა. ყოველ წელს შემოდგომის დასაწყისში ვიხსენებთ ჩვენს მეგობარსა და Россия сегодня-ს ფოტოკორესპონდენტს ანდრეი სტენინს, რომელიც სარედაქციო დავალების შესრულებისას უკრაინაში მოკლეს. ანდრეის ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდა ფოტოგრაფების კონკურსს მისი სახელი მივანიჭეთ. დღეს, სტენინის სახელით გაერთიანებულნი, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა რეპორტიორები საუბრობენ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე და უყურებენ ანდრეის ნამუშებრებს, როგორც სიმართლის ერთგვარ კამერტონს".

საპროტესტო აქციის მონაწილე ცრემლსადენი გაზისგან ცდილობს სახის დაფარვას. თბილისი, 2011 წელი - Sputnik საქართველო
სტენინის ომი და მშვიდობა ფოტოებში

2017 წელს კონკურსის საპრიზო ფონდი გაიზარდა ისეთი წამყვანი საერთაშორისო მედია-საშუალებების წყალობით, როგორიცაა შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი (ШОМГ) და ზოგადარაბული საინფორმაციო ჰოლდინგი "ალ-მაიადინ ტვ", ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია — წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. მატი აზრით, საუკეთესონი არიან: ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" — ანა პანტელიას (საბერძნეთი) "ევროპული ოცნება" და ალეხანდრო მარტინეს ველესის (ესპანეთი) "ლტოლვილები ბელგრადში" — აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების სპეციალური პრიზით "ჰუმანიტარული ფოტოგრაფიისთვის"; ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფის მიერ აღინიშნა ანარ მოვსუმოვის (რუსეთი) "თეატრი საზღვრებს გარეშე" და "ალ-მაიადან ტვ"-ს პრიზით შახნევაზ კხანის (ბანგლადეში) ფოტოსერია "უხმო ყვირილი".

ონლაინ გამოკითხვის მონაწილეთა აზრით Sputnik-ის ფოტოჟურნალისტი ტაბილდ კადირბეკოვის ბამბის ნაყინის გამყიდველი კონკურსის საუკეთესო ნამუშევარია - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის ფოტოკონკურსის საუკეთესო ხუთეული

ძმები ლიუმიერების სახელობის ფოტოგრაფიის ცენტრში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე გამოიფინა საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების 200-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევარი, რომელზეც აღბეჭდილია უბრალო ადამიანების ცხოვრების ფრაგმენტები და დიდი ქალაქებისა და ქვეყნების მნიშვნელოვანი მოვლენები, სპორტის მომენტები და კაშკაშა ეთნიკური დღესასწაულები.

ძმები ლიუმიერების სახელობის ფოტოგრაფიის ცენტრში გამოფენა 17 სეტქმბრამდე გაგრძელდება. მოსკოვის სემდეგ კონკურსის გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა რუსეთისა და მსოფლიოს საექსპოზიციო მოედნებზე ტურნეში გაემგზავრება.

კონკურსის გამარჯვებულებსა და მათ ნამუშევრებზე სრული ინფორმაცია გამოქვეყნდა ვებ-გვერდ stenincontest.ru-ს განყოფილებაში „გამარჯვებულები-2017“.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2017 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო მსოფლიოს 76 ქვეყნის დაახლოებით 5000 ნამუშევარი, ხოლო ნომინაციების საერთაშორისო პარტნიორები გახდნენ ტელეარხები: Al Mayadeen TVShanghai United Media Group(SUMG) და МККК.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი kp.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საინფორმაციო სააგენტო Xinhua, ახალი ამბების სააგენტო ANDES. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, ონლაინ-ჟურნალი Bleek Magazine, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa და Фотопарад в Угличе.

 

ყველა ახალი ამბავი
0