ანდრეი სტენენის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფის "Россия сегодня" მიერ რუსეთის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდის ქვეშ, ონლაინ რეჟიმში გამოკითხვა შეაჯამა. იხილეთ ინტერნეტ-მომხმარებლების აზრით საუკეთესო ხუთეული Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში.
ონლაინ გამოკითხვის მონაწილეთა აზრით Sputnik-ის ფოტოჟურნალისტი ტაბილდ კადირბეკოვის "ბამბის ნაყინის გამყიდველი" კონკურსის საუკეთესო ნამუშევარია. კონკურსის გამარჯვებულებთან ერთად, რომლებსაც 2017 წლის 7 აგვისტოს პროფესიონალი ჟიური გამოავლენს, ინტერნეტ გამოკითხვის გამარჯვებულიც მიიღებს დიპლომს.
2017 წელს ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე 76 ქვეყნიდან გაიგზავნა 5000-მდე ნამუშევარი ოთხ კატეგორიაში: „მთავარი ამბები", „სპორტი", „ჩემი პლანეტა" და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.