ფოტოკორესპონდენტ ანდრეი სტენინის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. იხილეთ მისი ბოლო წლების საუკეთესო ნამუშევრების ფოტოლენტა.
ანდრეი სტენინი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რაშა თუდეის“ სპეციალური ფოტოკორესპონდენტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, როდესაც სარედაქციო დავალებაზე მიდიოდა. თუმცა მისი გარდაცვალების ფაქტის თაობაზე მხოლოდ 3 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ანდრეი სტენინი სარედაქციო დავალებაზე

ბენღაზელები მუამარ კადაფის პორტრეტებს, პლაკატებს მისი გამონათქვამებითა და „მწვანე წიგნებს“ წვავენ

ლტოლვილების ბერძნულ ხომალდზე ასვლას ცდილობენ. ბენღაზი, 2011 წელი

მამაკაცს ყურანის ეგზემპლარები გამოაქვს აფეთქებული შენობიდან. ღაზის სექტორი, 2012 წელი

საპროტესტო აქციის მონაწილე ცრემლსადენი გაზისგან ცდილობს სახის დაფარვას. თბილისი, 2011 წელი

ლტოლვილების ბერძნულ ხომალდზე ასვლას ცდილობენ. ბენღაზი, 2011 წელი

ნავთობსაწარმოს ნარჩენების წვა ბრეგეში, 2011 წელი

საპროტესტო აქციის მონაწილეები სტამბულში, გეზის პარკში ტანვარჯიშის ილეთებს ასრულებენ. 2013 წელი

დემონსტრანტები სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე. 2013 წელი

სტამბულელები „რევოლუციურ ავტობუსში“. ტაქსიმის მოედანი, 2013 წელი

სირიელი ჯარისკაცი ქალაქ ქესაბის მახლობლად მდებარე სიმაღლეზე საწოლზე წამოწოლილი გაჰყურებს მთებს. 2014 წელი

სირიელი ლტოლვილი ბიჭუნა ლიბანის ქალაქ ჰალბას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. 2013 წელი

სირიელი ლტოლვილი ბედუინების ბევშვები ლიბანში, სოფელ ქვეშრას მახლობლად. 2013 წელი

სირიის სამთავრობო ჯარების ტანკისტები თურქეთის საზღვრის სიახლოვეს. 2013 წელი

ლატაკიელი ბიჭები ომობანას თამაშობენ. 2013 წელი

სირიის სამთავრობო ჯარების მებრძოლი ჯავშანტრანსპორტიორში. 2013 წელი

სირიელი ჯარისკაცები თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, 2013 წელი

Женщина с ребенком - беженцы из Сирии - в одном из домов в городе Хальба на севере Ливана, 2013 год

სოფელ ტეიიტის მკვიდრნი საკუთარი სახლის ეზოში ხახვს ასუფთავებენ. 2010 წელი

ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბექ ბაკიევის გადაბუგული სახლი. 2010 წელი

პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მოწინააღმდეგეები ტახრირის მოედანზე. 2013 წელი

უბანი კაიროში, ეგრეთ წოდებული, მენაგვეთა ქალაქი, სადაც მთელი ქალაქიდან მიაქვთ ნაგავი და ახარისხებენ. 2011 წელის

ეგვიპტელები გიზის პირამიდასთან. 2011 წელი

ეგვიპტის სამხედრო საბჭოს მხარდამჭერთა დემონსტრაცია კაიროში. 2011 წელი

დემონსტრანტები მოძრაობა „ძმები მუსლიმების“ განადგურებული შტაბბინის წინ კაიროში. 2013 წელი