ანდრეი სტენინის სახელობის 2017 წლის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულები და დაჯილდოვებულები დაასახელა მედია-ჯგუფმა Россия Сегодня. ფოტომასალაში იხილავთ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ საუკეთესო ნამუშევრებს.
ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" პირველი ადგილების მფლობელი გახდნენ ფოტოჟურნალისტები ფანდულვაზ ჯაიკლო (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) რეპორტაჟული ფოტოგრაფიით "პროტესტები ქალაქ გრაბში" და ალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი) ფოტოსერიით "ლტოლვილები ბელგრადში".
ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" პირველი ადგილები ერგოთ სერბი ჟურნალისტის ელენა იანკოვიჩის ფოტოს "სელფის კულტურა" და რუსი ჟურნალისტის პაველ ვოლკოვის ფოტოების სერიას "სხვა რეალობა".
ნომინაციაში "სპორტი" გაიმარჯვეს რუსმა მონაწილეებმა — კონსტანტინ ჩალაბოვმა ფოტოგრაფიით "ელეგანტური გულშემატკივარი" და ალექსეი ფილიპოვმა ფოტოსერიით "თითის წვერებზე".
ნომინაციაში "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი" პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ ფოტოჟურნალისტები რუსეთიდან და იტალიიდან — ვალენტინ ეგორშინის "სახე წარსულიდან" და დანილო გარსია დი მეოს "რა?".
"კონკურსის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება — 2017 წელს მასში მონაწილეობდნენ ფოტოჟურნალისტები მსოფლიოს 76 ქვეყნიდან. კონკურსის ჯილდოებით აღნიშნული ამ წლის ნამუშევრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტები ძალზე ზუსტად რეაგირებენ ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე, რაც ხდება ადამიანების, ქვეყნების, მსოფლიოს ცხოვრებაში, და ამისთვის ტევად და გამომსახველ ფოტოგრაფიულ სახეს პოულობენ", — აღნიშნა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ფოტოინფორმაციის დირექტორმა ალექსანდრ შტოლმა.
2017 წლის კონკურსის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაწესდა სპეციალური პრიზები სამ ნომინაციაში — ოთხ კატეგორიაში: "მთავარი ახალი ამბები", "ჩემი პლანეტა" და "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი". პარტნიორები სამ ნომინაციაში გახდნენ წამყვანი საერთაშორისო მედია, როგორიცაა შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი (ШОМГ) და ზოგადარაბული საინფორმაციო ჰოლდინგი „ალ-მაიადინ ტვ“, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია — წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
ნომინაციის პარტნიორების აზრით, საუკეთესონი არიან: ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" — ანა პანტელიას (საბერძნეთი) "ევროპული ოცნება" და ალეხანდრო მარტინეს ველესის (ესპანეთი) "ლტოლვილები ბელგრადში" — აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების სპეციალური პრიზით "ჰუმანიტარული ფოტოგრაფიისთვის"; ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფის მიერ აღინიშნა ანარ მოვსუმოვის (რუსეთი) "თეატრი საზღვრებს გარეშე" და „ალ-მაიადინ ტვ“-ს პრიზით შახნევაზ კხანის (ბანგლადეში) ფოტოსერია "უხმო ყვირილი".
კონკურსის გამარჯვებულებისა და პრიზიორების სრული სია გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე stenincontest.ru. გამარჯვებულების დაჯილდოება და გამოფენის გახსნა გაიმართება 2017 წლის 7 სექტემბერს ძმებ ლუმიერების სახელობის ფოტოგრაფიის ცენტრში, სადაც გრან-პრის მფლობელის ვინაობა გამოცხადდება. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როსია სეგოდნია" იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით.