ოპოზიციამ ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილი გაუგზავნა

© FB / Giorgi Margvelashviliჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერენ არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა - Sputnik საქართველო
"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა

„საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა მზაობა ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, მიუთითა რა დიალოგის პროცესში მათთვის პრიორიტეტულ შემდეგ საკითხებზე: 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერის და ბლოკების საკითხები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი… მიუხედავად დიალოგისთვის მზადყოფნისა, 2017 წლის 1 სექტემბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ვეღარ ხედავს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივას იმ მოტივით, თითქოს ოპოზიციას არ გამოუხატავს რეალური მზაობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მისაღწევად", — ნათქვამია წერილში.

კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერენ არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ცვლილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება

საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით.

ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს. აღნიშნული გარემოება ვენეციის კომისიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

„ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი", — აღნიშნულია წერილში.

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა, სრულად „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება", — ნათქვამია წერილში.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილს ხელს 10 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს:,,ახალი საქართველო" — გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის" — ბაქრაძე-უგულავა,,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" — ნიკა მელია,,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" — ბაჩუკი ქარდავა,,,თავისუფალი დემოკრატები" — შალვა შავგულიძე, მოძრაობა,,სახელმწიფო ხალხისთვის" — ნიკა მაჭუტაძე,,,რესპუბლიკური პარტია" — ხათუნა სამნიძე,,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" — ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია — შოთა მალაშხია, პარტია,,რეფორმატორები" — ირაკლი ღლონტი.

ყველა ახალი ამბავი
0