კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია კონსტიტუციაში სადავო შესწორებების ბოლო მოსმენით მიღებისთვის ემზადება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი საშემოდგომო სესია, რადგან სწორედ ახლა მოუწევთ ბოლო მოსმენით განახლებული კონსტიტუციის პროექტის მიღება.

შემუშავებული შესწორებები კონსტიტუციაში არ მოეწონა არც პრეზიდენტს, არც ოპოზიციურ პარტიებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
იმედგაცრუებული ბუკიკიო, გულუბრყვილო ევროპელები და გია ვოლსკის ეროვნული ინტერესები

"ეს არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი საშემოდგომო სესია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. განსაკუთრებით გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციას. საბოლოოდ, ჩვენ მესამე მოსმენით უნდა ვუყაროთ კენჭი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე", — განაცხადა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

საშემოდგომო სესია სამშაბათს ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელზეც პლენარული სხდომის დღის წესრიგი შეათანხმეს. პირველი პლენარული სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.

პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობა სექტემბრის ბოლოს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, დროებით დასრულდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0