ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება

© FB / Giorgi Margvelashviliჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება დაგმო.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების რედაქტირებულ ვარიანტს ლეგიტიმაციის დეფიციტი შეექმნება, თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" დოკუმენტს სხვა პარტიებთან კონსენსუსის მიღწევის გარეშე მიიღებს, განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ტელეარხ „იმედთან“ (Imedi) ინტერვიუში.

2016 წლის ბოლოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით. ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა მომავალი 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს.

"მთავარი პრობლემა — ეს არის ახალი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების 2024 წლამდე გადატანა. სწორედ ამიტომ ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, უმრავლესობით დაწყებული, ამ პრობლემიდან გამოსავლის მოძებნა შეეცადოს და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიონ. კონსტიტუციის რედაქტირებულ ვარიანტს საჭირო ლეგიტიმაციის დეფიციტი შეექმნება, თუ მას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს. ამიტომ ყველას კომპრომისისკენ მოვუწოდებ, რათა ფართე კონსენსუსი იყოს მიღწეული. მე ვხედავ კონსენსუსის მიღწევს სურვილს, მაგრამ ამის მზადყოფნას ვერ ვხედავ, მაგრამ მითხრეს, რომ გამოსავლის მოძებნას შეეცდებიან", — განაცხადა ბუკიკიომ.

ეს განცხადება ბუკიკიომ ბათუმში გააკეთა, სადაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი მიმდინარეობს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები უკვე გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციას ლეგიტიმაციის პრობლემები არ ექნება, მეტიც, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

"საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არც ერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა. ყველა მუხლთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მათ მხარს არ უჭერს არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით უკმაყოფილოა

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ამასთან, იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 35-დან 40 წლამდე.

მთავარ ნიუანსს ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში ჩანაწერი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ. მანამდე მსგავსი ფორმულირება ქვეყნის მთავარ კანონში არ იყო.

კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ქორწინების ფორმულირება — ახალი ვერსიით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.

ყველა ახალი ამბავი
0