"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა

© FB / საქართველოს პარლამენტისაპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასთან კონსენსუსს ვერ მიაღწია

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" და ოპოზიციის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ერთი კვირის წინ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გამართოს, რათა კონსტიტუციის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიოს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ მზად არის ოპოენტებთან დიალოგიასა და კომპრომისისათვის. ოპოზიციასთან შეხვედრის წინ მან პარტიებს მოუწოდა, წინადადებები წერილობითი სახით გამოეგზავნათ.

ოპოზიციურმა პარტიებმა თალაკვაძის თხოვნა გაითვალისწინეს და საპარლამენტო უმრავლესობას ოთხი დოკუმენტი გადაუგზავნა, რომელშიც ოპოზიციის უცვლელი მოთხოვნები იყო დაფიქსირებული.

ყველა დოკუმენტში მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა პარტიული სიებით საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლა უკვე 2020 წლისათვის, რაც ხელისუფლებისათვის მიუღებელია. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა მზად ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობა დაეწყო.

საპარლამენტო უმრავლესობამ ასეთ მოთხოვნას ულტიმატუმი უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან", — აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

ოპოზიციამ მმართველი პარტიის ასეთ მიდგომას სილაჩრე უწოდა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს გაექცა. მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციაში მომხრეებს ეძებს, თუმცა ეს მას არ გამოუვა, რადგან ყველამ იცის, რომ მმართველი პარტიის მიზანია 2020 წელს ძალაუფლების შენარჩუნება, და ამისათვის ის კონსტიტუციას იყენებს.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით პლებისციტის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა რურუამ უმრავლესობის მიდგომას დამარცხება უწოდა.

„ხელისუფლება აშკარად დამარცხდა ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ აშკარად გამოჩნდა, რომ ის ამბობს დიალოგზე უარს და არა ოპოზიცია", — განაცხადა რურუამ.

სულ მალე, ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი მაინც მიუწევთ. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ორივე მხარე 6 სექტემბერს სტრასბურგში მოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0