პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო კომისია, რომლის ფორმირება 2016 წლის დეკემბერში მოხდა, ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლაზე მუშაობს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე იქნება შეტანილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ფართო საზოგადოება — კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან და საერთაშორისო ორგანიზაციები კონსტიტუციის შეცვლის პროცესში მონაწილეობენ.

ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება - Sputnik საქართველო
ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხშირად მასმედიის საშუალებით ვიგებდით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან პოზიტიური შეფასება მიიღო ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ, რომელიც საქართველოს გასულ კვირაში ეწვია, იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა ეფექტური იქნება.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: საქართველოს კონსტიტუცია ლაკონური უნდა იყოს

საქართველოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ორ თვეში — 2016 წლის დეკემბრის ბოლოს შეუდგა. საკონსტიტუციო კომისიაში 73 ადამიანი შევიდა — ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ოპოზიცია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შესწორებების საბოლოო პროექტი 30 აპრილამდე უნდა შემუშავდეს.

საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს. მასში 109 მუხლია, რომლებიც 33-ჯერ შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა — 25-ჯერ.

ყველა ახალი ამბავი
0